აღწერა

პირველი რესპუბლიკა - დამოუკიდებლობა და თავისუფლება

დათო ტურაშვილი
  • ღია შეხვედრა
  • 21 მაისი
  • 19:00
  • დასწრება თავისუფალია
  • ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №16

 ავერსი ფარმა და აზროვნების აკადემიის ყოველთვიური შეხვედრების ფარგლებში, გიწვევთ შეხვედრაზე: „პირველი რესპუბლიკა - დამოუკიდებლობა და თავისუფლება “, ქართველი მწერალი, დათო ტურაშვილი წარუძღვება.

 ჩვენ ისე დიდხანს გვიმალავდნენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის სიმართლეს, რომ დღემდე ბევრმა არც კი იცის, სინამდვილეში რა მოხდა 1918 წლის 26 მაისს - არადა ჩვენ შეგვიძლია ამ ისტორიითაც ისევე ვიამაყოთ, როგორც ჩვენი წარსულის ბევრი სახელოვანი ფურცელი აგვავსებს ხოლმე ყველაზე ტკბილი მოგონებებით. რა იყო კარგი და სამწუხაროდ რა ვერ შევძელით მაშინდელი დამოუკიდებლობის სამი წლის მანძილზე...

📆 შეხვედრის თარიღი: 21 მაისი, 19:00 საათი

⏱️ხანგრძლივობა: 2 საათი 

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი  და სასიამოვნო გარემო

📍 მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა №16, ავერსი-ფარმას ოფისი (საკონფერენციო სივრცე, მეორე სართული)  


👉 ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
🧾 ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია ავერსის მტრედი ბარათის ფლობა. თუ ჯერ არ გაქვთ მტრედი ბარათი, მისი გააქტიურება რეგისტრაციის ბმულიდან შეგიძლიათ.
📧 რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ელფოსტაზე მიიღებთ QR კოდს, რომლის ადგილზე წარდგენაც აუცილებელია ღონისძიებაზე დასასწრებად.