როგორ იქმნებოდა ქართველთა წარმოდგენა ქართველობაზე
ბექა კობახიძე-
სალონური საუბრები
-
10 ნოემბერი
-
სალექციო დღე: სამშაბათი
-
20:00
-
40₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: როგორ იქმნებოდა ქართველთა წარმოდგენა ქართველობაზე , რომელსაც ისტორიკოსი ბექა კობახიძე წარუძღვება.
"ჩვენ ხშირად ფარნავაზის დროინდელ ქართველსა და 21-ე საუკუნის ქართველს ერთი თვალით ვუყურებთ, რომ ორივე ჭამდა ხინკალს და ქორწილში ცეკვავდა სუხიშვილების "დაისს", მაგრამ მაგალითად ვინ იყო 10 საუკუნის წინანდელი რაჭველი, რომელიც ვერ ჭამდა ლობიანს, რადგან ლობიო ამერიკიდან შემოტანილი ჯერ კიდევ არ იყო? ან რატომ ერქვა გაერთიანებული საქართველოს პირველ მეფე ბაგრატ მესამეს "მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა" და არა "საქართველოს მეფე"?
ამ კითხვებზე პასუხს მივყავართ განსხვავებამდე ქართველ ერსა და ქართულ ეთნოსს შორის. ეთნოსი რამდენიმე ათასწლეულია არსებობს, ხოლო ერი სულ რაღაც მე-19 საუკუნეში დაიბადა და მან დიდი გზა განვლო იმ დაუდგენლობის დასადგენად თუ რას ნიშნავს იყო ქართველი. ეს მოცემულობა არასდროს ყოფილა სტატიკური და ის დღესაც დინამიური პროცესის ნაწილია. ფართო გაგებით, ეს დავა 2024-2025 წლების თბილისის ქუჩებშიც გამოიხატა. ლექციაზე ვისაუბრებთ ამ განგრძობით პროცესზე და იმაზე თუ სად ვდგავართ დღეს".
📅 შეხვედრის თარიღი: 10 ნოემბერი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 40₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40