აღწერა

„როგორ შექმნა ორმაგმა აზროვნებამ ჰომო სოვიეტიკუსი, ანუ, საბჭოთა ადამიანი“

მარიამ სუხიტაშვილი
  • ღია შეხვედრა
  • 17 ივნისი
  • სამშაბათი
  • 17:30
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

📚 ღია შეხვედრის ლექცია ეძღვნება ორუელის მიერ შემუშავებული „ორმაგი აზროვნების“ კონცეფციის ანალიზს და მის კავშირს საბჭოთა ადამიანის, ე.წ. ჰომო სოვიეტიკუსის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.

🧠 ლექციაზე განხილული იქნება, თუ როგორ ხდება ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში სიმართლის დეფორმაცია, მეხსიერების, ცნობიერებისა და ენის იდეოლოგიური მანიპულაცია და ამ გზით — კრიტიკული აზროვნების გაქრობა.

🌍 ლექციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეთნოგრაფიულ მაგალითს — სოფელ ითხვისს, სადაც დღესაც იკვეთება საბჭოთა მემკვიდრეობის კვალი. რეგიონული მაგალითის მეშვეობით ლექცია წარმოაჩენს, რომ ორმაგი აზროვნება მხოლოდ წარსულის ფენომენი არ არის — ის ისევ აგრძელებს არსებობას თანამედროვე საქართველოში და კვლავაც ახდენს გავლენას სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე, იდივიდის ცნობიერებასა და ყოფიერებაზე.



◾შეხვედრის თარიღი: 17 ივნისი, 17:30 სთ
◾შეხვედრის ხანგრძლივობა – 1.5 საათი
◾დასწრება თავისუფალია
◾ლექციაზე დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფიზიკურად

მისამართი: თინა იოსებიძის #57

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40