საკუთარ თავთან საუბარი
ზურა მხეიძე-
სალონური შეხვედრა
-
30 იანვარი
-
20:00
-
80 ₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
"პიროვნება და მეტამორფოზა" ციკლის ფარგლებში, აზროვნების აკადემიაში გაიმართება შეხვედრა ზურა მხეიძესთან თემაზე: „საკუთარ თავთან საუბარი"
▶ ინდივიდის გარდასახვის პროცესისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საკუთარ თავთან კომუნიკაცია. ჩვენი აზრები არამხოლოდ ჩვენს განწყობებს აფორმირებენ, ასევე ქცევებშიც აისახებიან და როდესაც გვინდება, რომ ჩვენი დამაზიანებელი ქცევა შევცვალოთ, ხშირად სწორედ საკუთარ თავთან ჩარღმავებას გვირჩევენ ფსიქოლოგები. სწორედ იქ შეგვიძლია ვიპოვოთ ენერგია ცვლილებებისთვის, რომლებიც, აზრების, ფიქრებისა და სიტყვების სახითაა დაგროვილი ჩვენს გონებაში.
▶ ლექცია "საკუთარ თავთან კომუნიკაცია" განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულია საკუთარი ემოციების, აზრების და ქცევების უკეთ გაანალიზებისა და მართვის საკითხებით. შინაგანი დიალოგი ქმნის საფუძველს ჩვენი თვითშეფასების, მიზნების ფორმირებისა და ცხოვრებისეული გამოწვევების გადაჭრისთვის.
▶ლექციაზე ვისაუბრებთ როგორ ამოვიცნოთ შინაგანი აზრები. განვიხილავთ რამდენად მნიშვნელოვანია პოზიტიური კომუნიკაცია საკუთარ თავთან და ასევე თვითრეგულაციის და ემოციური ინტელექტის განვითარების მნიშვნელობაზე ცვლილებების სწორად მართვისა და თვითშემეცნებისათვის..
📅 შეხვედრის თარიღი: 30 იანვარი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი
💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 80₾
🔖 სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40