საკუთარი თავის მიმღებლობა: თვითზრუნვა და ფსიქიკური ჯანმრთელობა
ქეთი სილაგაძე-
ღია შეხვედრა
-
13 აგვისტო
-
19:00
-
დასწრება თავისუფალია
-
ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №16
✨ ავერსი ფარმასა და აზროვნების აკადემიის ყოველთვიური შეხვედრები გრძელდება. ავერსი ფარმას "სილამაზის თვის" კამპანიის ფარგლებში გიწვევთ შეხვედრაზე: „საკუთარი თავის მიმღებლობა: თვითზრუნვა და ფსიქიკური ჯანმრთელობა“, რომელსაც ფსიქიატრი ქეთი სილაგაძე წარუძღვება.
საკუთარი თავის მიმღებლობა წარმოადგენს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და პიროვნული კეთილდღეობის მნიშვნელოვან საფუძველს. საკუთარი თავის, როგორც უნიკალური ინდივიდის, მიღება და დაფასება ხელს უწყობს შინაგანი სიმშვიდის, თავდაჯერებულობისა და ემოციური მდგრადობის განვითარებას. თვითზრუნვა კი არის პრაქტიკა, რომლის საშუალებითაც ადამიანი ზრუნავს საკუთარ ფიზიკურ, ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ქმნის ჯანსაღ ურთიერთობას საკუთარ თავთან და ავითარებს შინაგან ჰარმონიას.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება საკუთარი თავის მიღების მნიშვნელობა, თვითზრუნვის როლი ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და შინაგანი სილამაზის კავშირი ადამიანის თვითაღქმასთან. საუბარი შეეხება იმასაც, თუ როგორ იქცევა საკუთარი თავის სიყვარული და პატივისცემა იმ საფუძვლად, საიდანაც მოდის თავდაჯერებულობა, საკუთარი გარეგნობის მიღება და სილამაზის უფრო ღრმა, ჰარმონიული აღქმა.
📆 შეხვედრის თარიღი: 13 აგვისტო, 19:00 საათი
⏱️ ხანგრძლივობა: 2 საათი
📍 მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №16, ავერსი-ფარმას ოფისი (საკონფერენციო სივრცე, მეორე სართული)
👉 ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
🧾 რეგისტრაციისთვის აუცილებელია ავერსის მტრედი ბარათის ფლობა.
თუ ჯერ არ გაქვთ მტრედი ბარათი, მისი გააქტიურება რეგისტრაციის ბმულიდან შეგიძლიათ.
📧 რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ელფოსტაზე მიიღებთ QR კოდს, რომლის ადგილზე წარდგენაც აუცილებელია ღონისძიებაზე დასასწრებად.