აღწერა

სამოსელი პირველი- სოფელში ოდისევსი მოვიდა

გურამ მეგრელიშვილი
  • სალონური საუბრები
  • 6 მარტი
  • სალექციო დღე: პარასკევი
  • 20:00 - 22:00
  • 30₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, 🔗"გურამ დოჩანაშვილის ცხოვრება და შემოქმედება" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: "სამოსელი პირველი- სოფელში ოდისევსი მოვიდა", რომელსაც ქართველი მწერალი, კინოსცენარისტი, დრამატურგი გურამ მეგრელიშილიწარუძღვება. 

„სამოსელი პირველი“ გურამ დოჩანაშვილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და გამორჩეული ნაწარმოებია, რომელიც ქართული ლიტერატურის კლასიკად მიიჩნევა. ტექსტი მრავალშრიანია იგი აერთიანებს ფილოსოფიურ, რელიგიურ და კულტურულ სიმბოლიკას, მეტაფორულ აზროვნებასა და რთულ ნარატიულ სტრუქტურას. ნაწარმოებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სახელების, პერსონაჟთა გზისა და ტექსტში კოდირებული მნიშვნელობების სისტემას, რაც მკითხველს მუდმივად ახალი ინტერპრეტაციების შესაძლებლობას აძლევს.

შეხვედრაზე განხილული იქნება ტექსტის კავშირი ძველ ანტიკურ ბერძნულ ლიტერატურასთან, სიმბოლოთა სისტემა, სახელების მნიშვნელობა და ის კოდირებული შრეები, რომლებიც ნაწარმოებს მრავალმნიშვნელოვან ინტერპრეტაციას სძენს.

ლექცია მიზნად ისახავს მსმენელს დაანახოს ტექსტის ახალი პერსპექტივა და სხვაგვარად წაკითხვის შესაძლებლობა ნაწარმოების, რომელიც ბევრისთვის კარგად ნაცნობია, თუმცა კვლავ ინახავს ამოუხსნელ და ღრმა აზრობრივ ფენებს.

მონაწილეებისთვის რეკომენდებულია წინასწარ წაიკითხონ „სამოსელი პირველი“, რათა განხილვა იყოს მეტად ჩართული, კონკრეტულ ეპიზოდებსა და პერსონაჟებზე ორიენტირებული და შინაარსობრივად გამდიდრებული. 

 
 

📅 შეხვედრის თარიღი: 6 მარტი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 30₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40