შემეცნებითი ტურნე რეგიონებში
-
8 შეხვედრა
-
თითოეული შეხვედრის
ხანგრძლივობა - 2სთ -
დასწრება თავისუფალია
◼️ აზროვნების აკადემიის „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ღირებული პროექტია, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის განათლებისა და პიროვნული განვითარების შესაძლებლობების ხელშეწყობა.
2023 წლიდან პროექტი უკვე სამჯერ განხორციელდა. ამ დროის განმავლობაში მოვიცავით 16 ქალაქი, ჩავატარეთ 22 ლექცია და ჩვენს შეხვედრებს 3000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.
მორიგი ტურნეს ფარგლებში, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში, ლექციებს საქართველოს რვა ქალაქში ჩავატარებთ: ოზურგეთში, მესტიაში, ქუთაისში, ბორჯომში, გორში, ზუგდიდში, ბათუმსა და თელავში.
🤝პროექტის განხორციელებაში აზროვნების აკადემიას მუდმივად მხარს უჭერს კომპანია „ავერსი ფარმა“, რომელიც ამჯერადაც ჩვენი მთავარი პარტნიორია.
შეხვედრები იქნება საჯარო და რეგიონებში მცხოვრებ ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება დასწრება.
• ოზურგეთი | 6 ნოემბერი, 15:00 | გიორგი კეკელიძე | წიგნის როლი ადამიანის ცხოვრებაში | ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი
• მესტია | 8 ნოემბერი, 16:00 | რეზო კორინთელი | ადამიანის ეგზისტენციალური კრიზისი და ცხოვრების საზრისი | მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, ბ. ხერგიანის ქ. 3
• ბორჯომი | 14 ნოემბერი, 15:00 | ნინო ბუაძე | ბავშვიდან ზრდასრულობამდე: განვითარების ეტაპები და ურთიერთობის გამოწვევები | ბორჯომის სამუსიკო სკოლა
• გორი | 15 ნოემბერი, 15:00 | მარინა კაჭარავა | თვითშემეცნება და პიროვნული ტრანსფორმაცია | გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
• ბათუმი | 20 ნოემბერი, 17:00 | ზურა მხეიძე | ჯანსაღი ჩვევები: როგორ ვმართოთ საკუთარი ქცევა| ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
• ზუგდიდი | 21 ნოემბერი, 16:00 | ზურა მხეიძე | „თანამედროვე ურთიერთობების გამოწვევები“ | შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი
• ქუთაისი | 28 ნოემბერი, 15:00 | ანდრო დგებუაძე | აზროვნების ხაფანგები | აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი
• თელავი | ნათია ფანჯიკიძე | (დეტალები ზუსტდება)
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40