სინდისი და მადლიერება
ანდრო დგებუაძე-
19 ნოემბერი
-
19:00
-
დასასწრებად საჭიროა
10 „მტრედი ქულა” -
ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №16
💡19 ნოემბერს ავერსი ფარმასა და აზროვნების აკადემიის ერთობლივი მასპინძლობით, გაიმართება შეხვედრა თემაზე „სინდისი და მადლიერება", რომელსაც ანდრო დგებუაძე წარუძღვება
🌿 ავერსი ფარმა ნოემბერში 32 წლის იუბილეს აღნიშნავს, დაბადების დღის კამპანიის ფარგლებში, საკუთარი მომხმარებლების მიმართ მადლიერების გამოხატვის ნიშნად, შეხვედრას სწორედ ამ მნიშვნელოვან თემას უძღვნის.
➡️ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ახალი მიზნების, სურვილებისა და მიღწევებისკენ მივისწრაფვით, რის გამოც ზოგჯერ გვიჭირს იმის შემჩნევა და დაფასება, რაც უკვე გვაქვს. შეხვედრაზე ვისაუბრებთ, რას ნიშნავს მადლიერება, რა გვაკარგვინებს მისი განცდის უნარს და როგორ უკავშირდება ის ჩვენს შინაგან მდგომარეობას, ურთიერთობებსა და სამყაროსთან კავშირს. დავფიქრდებით იმაზეც, რამდენად შეგვიძლია მუდმივი სწრაფვისა და ყოველდღიური საზრუნავის მიღმა დავინახოთ ის, რისთვისაც მადლიერები შეიძლება ვიყოთ.
📆 შეხვედრის თარიღი: 19 ნოემბერი, 19:00 საათი
⏱️ ხანგრძლივობა: 2 საათი
📍 მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №16, ავერსი-ფარმას ოფისი (საკონფერენციო სივრცე, მეორე სართული)
👉 ლექციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია „მტრედი“ ბარათის გამოყენებით - დასასწრებად საჭიროა 10 „გული”, რომელიც რეგისტრაციის გავლის შემდეგ ჩამოგეჭრებათ.