თავისუფლება თუ ერთობა? -სოლო თუ გუნდი?
ანდრო დგებუაძე-
ტრენინგი
-
30 ივნისი
-
19:00
-
50₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში გაიმართება ფსიქოლოგი ანდრო დგებუაძის ტრენინგი თემაზე: "თავისუფლება თუ ერთობა? სოლო თუ გუნდი?".
თანამედროვე პროფესიულ გარემოში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბალანსი ინდივიდუალობასა და გუნდურ მუშაობას შორის. ხშირად ადამიანს სურს შეინარჩუნოს თავისუფლება, საკუთარი სტილი და დამოუკიდებლობა, თუმცა ამავდროულად ეფექტური თანამშრომლობა შეუძლებელია სხვებთან ურთიერთობისა და საერთო პასუხისმგებლობის გარეშე.
ტრენინგის ფარგლებში განვიხილავთ, როგორ აისახება პიროვნული სტილი გუნდურ პროცესებზე, რა სირთულეები ახლავს თანამშრომლობას, რატომ უჭირს ზოგიერთ ადამიანს გუნდში ინტეგრირება და როგორ შეიძლება თავისუფლებისა და ერთობის ერთმანეთთან შეთავსება. შეხვედრა იქნება ინტერაქციული და პრაქტიკულ მაგალითებზე დაფუძნებული, რაც მონაწილეებს დაეხმარება უკეთ გააცნობიერონ საკუთარი სამუშაო და კომუნიკაციის სტილი როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ გარემოში.
📅 შეხვედრის თარიღი: 30 ივნისი 19:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 3 საათი
🔖 დასწრების საფასური: 50₾
🔖 სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორაციული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე 📍მისამართი: თინა იოსებიძის #57
☎ დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40