აღწერა

წარმოსახვის ფუნქციები

  • სალონური საუბრები
  • 7 აპრილი
  • სალექციო დღე: სამშაბათი
  • 20:00 - 22:00
  • 50₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, 🔗"ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოლოგია"-ს ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: "წარმოსახვის ფუნქციები",  რომელსაც ფსიქოლოგი, კოგნიტურ-ბიჰევიორული ფსიქოთერაპევტი ანა ღვინიანიძე წარუძღვება.

წარმოსახვა ადამიანის ფსიქიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია  ის ქმნის სივრცეს, სადაც ადამიანი ამუშავებს გამოცდილებას, ემოციებსა და ურთიერთობებს. ამ ლექციაზე განვიხილავთ, რა როლი აქვს წარმოსახვას ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორ შეიძლება ის იქცეს როგორც შინაგან თავშესაფრად, ასევე ქცევის, გადაწყვეტილებებისა და მოქმედების ერთგვარ „სამზადისად“. საუბარი შეეხება იმასაც, თუ როგორ ეხმარება ან ზოგ შემთხვევაში როგორ ართულებს წარმოსახვითი პროცესები საკუთარ თავთან, სხვებთან და გარემოსთან კავშირის დამყარებას.

ლექციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წარმოსახვის როლს ფსიქიკური მდგომარეობებისა და გარკვეული ფსიქოლოგიური სირთულეების კონტექსტში. ასევე განვიხილავთ თანამედროვე რეალობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას, როგორ ურთიერთქმედებს ადამიანის წარმოსახვა ხელოვნურ ინტელექტთან და რა ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ქმნის ეს ურთიერთობა.

 

📅 შეხვედრის თარიღი: 7 აპრილი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 50₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40