ურთიერთობების ძირითადი გამოწვევები
თამარ ფაცაცია-
სალონური საუბრები
-
2 დეკემბერი
-
სალექციო დღე: ოთხშაბათი
-
20:00
-
50₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის - 🔗"წყვილებს შორის ურთიერთობების" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: ურთიერთობების ძირითადი გამოწვევები, რომელსაც ლიცენზირებული გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის აქტიური წევრი, 🔗აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ - ინტეგრას წყვილების ფსიქოთერაპევტი თამარ ფაცაცია წარუძღვება.
ურთიერთობები სიყვარულთან ერთად მუდმივ ძალისხმევას, ურთიერთგაგებასა და ემოციურ ჩართულობას მოითხოვს. თუმცა ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანებს, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, უჭირთ ერთმანეთის მოსმენა, საჭიროებების გამოხატვა და კონფლიქტების კონსტრუქციულად გადაჭრა.
ლექციის ფარგლებში განვიხილავთ იმ ფსიქოლოგიურ პროცესებსა და მექანიზმებს, რომლებიც გავლენას ახდენს ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე. ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ მეორდება წყვილებში ერთი და იგივე კონფლიქტები, რა დგას გაუგებრობების მიღმა, რატომ უჭირს ზოგიერთ ადამიანს საკუთარი ემოციებისა და საჭიროებების გამოხატვა, სხვებს კი მოსმენა და პარტნიორის პოზიციის გაგება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ურთიერთობებში არსებულ ყოველდღიურ სირთულეებს, მათ გამომწვევ ფსიქოლოგიურ მიზეზებსა და პრაქტიკულ სტრატეგიებს, რომლებიც პარტნიორებს ურთიერთგაგების გაუმჯობესებაში, კონფლიქტების მართვასა და ჯანსაღი კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
📅 შეხვედრის თარიღი: 2 დეკმბერი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖შეხვედრაზე დასწრების საფასური - 50₾
🔖წყვილებს შორის ურთიერთობების სრული ციკლის (6 შეხვერდრა - 220₾) შესაძენად ეწვიეთ ბმულს - https://azraki.ge/product/tsqhvilebs-shoris-urthierthobebi/
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40