აღწერა

უვლენი - ჰაიდეგერის უკანასკნელი სიტყვა

  • სალონური საუბრები
  • 17 აპრილი
  • სალექციო დღე: პარასკევი
  • 20:00 - 22:00
  • 30₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: "უვლენი - ჰაიდეგერის უკანასკნელი სიტყვა",  რომელსაც ფილოსოფოსი ლაშა ხარაზი წარუძღვება.

მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფია ყოფიერების საკითხის აზროვნებას ეთმობა. ბოლო სემინარი, რომელიც მან ცერინგენში, 1973 წლის 8 სექტემბერს ჩაატარა, უვლენზე ფიქრით სრულდება. ლექციაში არა მხოლოდ ამ სიტყვის მნიშვნელობას გამოვარკვევთ, არამედ ამ მნიშვნელობას თანამედროვეობის გაგების საშუალებადაც მოვიაზრებთ.

სწორედ ამ თემას დაეთმობა სალონური შეხვედრა, სადაც მარტინ ჰაიდეგერი-ის უკანასკნელი სიტყვის „უვლენის“ გარშემო განვავითარებთ დიალოგს. შევეცდებით, ერთად გავიაზროთ, რას გულისხმობს ეს ცნება ყოფიერების, ადამიანის მდგომარეობისა და თანამედროვე სამყაროს კონტექსტში.

შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნობიან თემას და შეძლებენ საკუთარი გამოცდილების, ხედვებისა და კითხვების ლექტორთან გაზიარებას

📅 შეხვედრის თარიღი: 17 აპრილი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 30₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40