არაცნობიერის ფსიქოლოგია

რეზო კორინთელი
  • 10 ლექცია
  • 20 საათი
  • ფასი: 485 ლარი
  • სერთიფიკატი
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57
სიღრმის ფსიქოლოგიის უშუალო კვლევის საგანს არაცნობიერი ფსიქიკა შეადგენს. განსხვავებით კლასიკური ფსიქოლოგიისგან რომელიც ცნობიერებას სწავლობს.
 
სიღრმის ფსიქოლოგია ეფუძნება იდეას, რომ არსებობს ფსიქიკა ცნობიერების გარეშე და მისგან დამოუკიდებლად. არაცნობიერი ფსიქიკისა და პიროვნების პრობლემები ორგანულად არის დაკავშირებული ერთმანეთთან.
 
ამ მიმდინარეობის ცენტრალური მოძღვრება ფროიდის ფსიქოანალიზია. მას მიკუთვნება აგრეთვე ადლერის ინდივიდუალური ფსიქოლოგია და იუნგის ანალიტიკური ფსიქოლოგია.


კურსს უძღვება ფსიქიატრი რეზო კორინთელი:
პროფესორი, ამერიკის ჯგუფური ფსიქოთერაპიის საპატიო წევრია. ფსიქოლოგიის მიმართულებით მუშაობის 40+ წ გამოცდილება, ლექტორობის 20+ წ გამოცდილება. იგი არის საერთაშორისო ანალიტიკური ფსიქოლოგიისა და საერთაშორისო ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის წევრი.

2002 წლიდან არის საქართველოს ანალიტიკური ფიქოლოგიისა და საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი. 4 წლის განმაბლობაში იუნგის ფსიქოანალიზს სწავლობდა ქ. ციურიხში, კ.გ. იუნგის ინსტიტუტში. საქართველოს ფსიქოთერაპევტთა და კლინიკურ ფსიქოლოგთა ასოციაციის თანაპრეზიდენტი, რევაზ კორინთელი არის საქართველოს სამხედრო-სამედიცინო აკადემიის, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების წევრი.

კურსის ფარგლებში შეხვედრები იმართება შემდეგ თემებზე:

▪ არაცნობიერი და ფროიდის კლასიკური ფსიქოანალიზი
▪ ადლერის ინდივიდუალური ფსიქოლოგია
▪ არაცნობიერი და იუნგის ანალიტიკური ფსიქოლოგია
▪ არაცნობიერი და ფსიქოსინთეზი
▪ მორენოს ფსიქოდრამა
▪ ტრანსპერსონალური ფსიქოთერაპია – სულიერებაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია
▪ მართლმადიდებლურ პრინციპებზე დამყარებული ფსიქოთერაპია
▪ ჯგუფური ფსიქოთერაპია
▪ ეგზისტენციალური ფსიქოთერაპია
▪ ფსიქოსომატური მედიცინა ანუ ფსიქიკური მიზეზებით გამოწვეული სხეულის დაავადებები

კურსის დაწყების თარიღი - 9 მარტი

კურსის ხანგრძლივობა – 10 შეხვედრა 

ლექციები გაიმართება ყოველ შაბათს, 20:00 საათზე 

შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი

სრული კურსის საფასური – 485 ლარი
მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისათვის (23 წლის ჩათვლით) – 25%
მოქმედებს საქართველოს ბანკის სამთვიანი 
0%-იანი განვადება

მისამართი: იოსებიძის 57

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
არაცნობიერის ფსიქოლოგია

ასევე გაეცანით