პიროვნების ბიოფსიქოსოციალური მოდელი
(შემთხვევის ანალიზი)-
სალონური საუბრები
-
2 საათი
-
თავისუფალი დასწრება
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
აზროვნების აკადემიაში გაიმართება ღია შეხვედრა ექიმ ფსიქიატრ - ლუკა ხუხაშვილთან.
თემა: „პიროვნების ბიოფსიქოსოციალური მოდელი" (შემთხვევის ანალიზი)
◾ პიროვნების ბიოფსიქოსოციალური მოდელი მიიჩნევს, რომ პიროვნების შესწავლისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინდივიდის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, არამედ მასზე მოქმედი ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების ერთიანობაში შესწავლა .
◾მიდგომა ფართოდ გამოიყენება ფსიქოლოგიაში და ეხმარება მკვლევარებსა და პრაქტიკოსებს უკეთ გააცნობიერონ ადამიანის პიროვნების სირთულეები.
◾ლექციის მიმდინარეობისას, კონკრეტული შემთხვევის ანალიზის გზით, უკეთ განვიხილავთ მოდელის ძირითად პრინციპებს და დავინახავთ მის უპირატესობებს სხვა მოდელებთან შედარებით.
◾შეხვედრის თარიღი: 31 მაისი, 17:30 - 19:00 სთ
დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე.
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია
მისამართი: თინა იოსებიძის #57
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40