სიყვარული და ურთიერთობები

სალონური საუბრები
  • სალონური საუბრები
  • 2-3 საათი
  • ფასი: 60 ლარი
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის „სიყვარული" ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ზურა მხეიძესთან.

თემა - „სიყვარული და ურთიერთობები"

◾ 
ლექციათა ციკლის ფარგლებში განხილულია სიყვარულის ფსიქოლოგიური და რელიგიური ასპექტები, სიყვარულის რა განსხვავებული ტიპი არსებობს, როგორ ვლინდება სიყვარული ცალკეულ ფსიქოტიპში და როგორ არის შესაძლებელი მათი ურთიერთშეწყობა, რამდენად მნიშვნელოვანია სიყვარული ურთიერთობებსა და გარემომცველ სამყაროსთან დამოკიდებულებაში, რას ფიქრობდნენ სიყვარულის შესახებ ფილოსოფოსები, მწერლები, ფსიქოლოგები, პოეტები და რით არის მნიშვნელოვანი ეს ნააზრევი ჩვენთვის.

☑️ რა ადგილი უჭირავს სიყვარულს რელიგიაში და სიყვარული, როგორც არსებობის აუცილებელი პირობა. 

➡︎ შეხვედრების ციკლში განიხილება ისეთი თემები როგორიცაა:

 

◼️ ლილი ხეჩუაშვილი - პარტნიორული ურთიერთობების ფსიქოლოგიური ასპექტები  - 7 მაისი

◼️ გია მურღულია - სიყვარულის რუსთველური საზრისები - 14 მაისი

◼️ ზურა მხეიძე - სიყვარული და ურთიერთობები  - 23 მაისი

◼️ მამა თეოდორე - სიყვარული-ყოფიერების ონტოლოგია - 28 მაისი

◼️ რეზო კორინთელი - სიყვარულის ტიპები - 4 ივნისი 

◼️გაგა ნიჟარაძე - სიყვარულის გამოხატვის ფორმები სხვადასხვა კულტურაში - 18 ივნისი

◼️ რამაზ საყვარელიძე - სიყვარული, როგორც ჰიპნოზი - 25 ივნისი


◼️ ლექციათა ციკლის  მთავარი პარტნიორია ავერსი

◾შეხვედრაზე დასწრების საფასური - 60₾

დაწყების დრო: 
20:00 სთ. შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც.

მისამართი: თინა იოსებიძის #57

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

ზურა მხეიძე სიყვარული და ურთიერთობები

ასევე გაეცანით