პიროვნული ზრდა და ემოციური ინტელექტი

პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის განვითარების კურსი

მარინა კაჭარავა
  • 10 ლექცია
  • 20 საათი
  • ფასი: 690 ლარი
  • სერტიფიკატი
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57
„პიროვნული ზრდისა და ემოციური ინტელექტის განვითარების“ კურსის მე-20 ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო!
 
კურსზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობა 15-18 ადამიანი.

ვინ არის პიროვნება და როგორ უნდა გამოიმუშავოს მან პიროვნული განვითარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. რა არის ემოციური ინტელექტი, როგორ უნდა გაერკვეს საკუთარ ემოციებში და აკონტროლოს ის? როგორ ამოიცნოს სხვისი ემოცია, შეძლოს სტრესთან გამკლავება, კონფლიქტების მართვა, სწორი კომუნიკაცია.

კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც ZOOM-ის მეშვეობით

ტრენინგ – კურსის ფარგლებში შეხვედრები დაეთმობა ისეთ საკითხებს როგორიცაა:

▪ ემოციების მართვა
▪ ემოციების გავლენა სომატიკაზე
▪ პიროვნების ფსიქოლოგიური პორტრეტი.
▪ პიროვნების ფსიქოსოციალური, ემოციური, კოგნიტური განვითარების ეტაპები და კრიზისები.
▪ ქცევა, ქცევის პროგნოზირება. განწყობა, მისი მნიშვნელობა ქცევის ფორმირებაში.
▪ პოზიტიური აზროვნების ჩამოყალიბება (თეზა: არ არსებობს წაგება, არსებობს მოგება და გამოცდილება)
▪ მოტივაცია – მისი მნიშვნელობა, როგორ შევიქმნათ მოტივაცია.
▪ თვითპრეზენტაცია.
▪ სხეულის ენა.
▪ მიჯაჭვულობა.
▪ თვითშეფასება.
▪ შიშები, მათი დაძლევის გზები.
▪ ეფექტური კომუნიკაცია, კონფლიქტების რეგულაცია.
▪ კონფლიქტური ემოციური მდგომარეობები (სტრესი, აფექტი, ფრუსტრაცია)
▪ ემპათიის უნარის გამომუშავება.

შეხვედრები გულისხმობს მსჯელობის, გამოცდილების გაზიარების, ფსიქოლოგთან ინტერაქციის ფორმატს, ჯგუფის წევრების მაქსიმალურ ჩართულობას. კურსი დატვირთული იქნება პრაქტიკული სავარჯიშოებით, ფსიქოდრამებით, პროექციული ტესტებით და თეორიული ინფორმაციით.

კურსს გაუძღვება:
ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

კურსი დაიწყება 7 ივნისს და შედგება 10 შეხვედრისგან

შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი

შეხვედრები გაიმართება კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და პარასკევს 20:00 საათზე
 

კურსის საფასური – 690₾
მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) – 25% ფასდაკლება

მოქმედებს საქართველოს ბანკის განვადება

მისამართი: იოსებიძის 57

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

პიროვნული ზრდა

ასევე გაეცანით