აღწერა

დედმამიშვილების ურთიერთობები ბავშვობიდან ზრდასრულობამდე

  • სალონური შეხვედრა
  • 25 აპრილი
  • სალექციო დღე: პარასკევი
  • 20:00 - 22:00
  • 30₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

სალონური საუბრები ელენე ბაჩიაშვილთან თემაზე : დედმამიშვილების ურთიერთობები: ბავშვობიდან ზრდასრულობამდე

თანამედროვე ოჯახებში ბავშვების აღზრდის საკითხში სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა იმ ფარულ მექანიზმებს, რომლებიც გავლენას ახდენს მათი ფსიქოსოციალური განვითარების პროცესზე. დედმამიშვილების ურთიერთობა ერთ-ერთი ასეთია — ის არამხოლოდ ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, არამედ ძლიერი ფაქტორია პიროვნების ჩამოყალიბებაში.



ლექციის ფარგლებში განვიხილავთ:

  • როგორ ყალიბდება და როგორ იცვლება დედმამიშვილების ურთიერთობა სხვა და სხვა ასაკობრივი განვითარების ეტაპზე.
  • როგორია ოჯახის როლი მათი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში;
  • როგორ მოქმედებს დაბადების რიგითობა და რა როლი აქვს დედმამიშვილების ურთიერთობას პიროვნული
  • მახასიათებლების ჩამოყალიბებაზე, სოციალიზაციის უნარსა და თვითშეფასებაზე.



📅 შეხვედრის თარიღი: 25 აპრილი, 20:00 სთ

⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 30₾

🔖 სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"

🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

📍 მისამართი: იოსებიძის 57

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40