აღწერა

პროფესიული და პიროვნული საზღვრები

ანა ღვინიანიძე
  • ტრენინგი
  • 27 ივნისი
  • სალექციო დღე: პარასკევი
  • 19:00 - 22:00
  • 50₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში ტრენინგ-ციკლის, "პიროვნული და პროფესიული განვითარების" ფარგლებში გაიმართება ტრენინგი ანა ღვინიანიძესთან თემაზე: "პროფესიული და პიროვნული საზღვრები".

🔍 ტრენინგის აღწერა

🌍 პირადი და სამუშაო ცხოვრების საზღვრების დაცვა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს 21-ე საუკუნის ადამიანისათვის. დღევანდელ რეალობაში, პროფესიული გამოწვევები ემოციურ გადატვირთვის წყაროდ იქცევა, ხოლო ურთიერთობებში ხშირად იკარგება "არა-ს" თქმის უნარი – მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, სად იწყება და სად მთავრდება ჩვენი საზღვრები.

🧭 სწორად განსაზღვრული საზღვრები არა მხოლოდ კომფორტის წინაპირობაა, არამედ ზრდის რეალურ შესაძლებლობებს — როგორც პირად, ისე პროფესიულ ურთიერთობებში.


რას გასწავლით ტრენინგი?

  • 📏 საზღვრების მნიშვნელობის გაცნობიერება – რა არის ისინი და როგორია მათი როლი განვითარებაში

  • 🧱 საზღვრების დაწესება და დაცვა – როგორ დავიცვათ თავი გადატვირთვისგან და გადაწვისგან

  • 🪞 სხვისი საზღვრების მიღება და პატივისცემა – როგორ ავარიდოთ თავი კონფლიქტს და გავზარდოთ თანაგანცდა

  • 🌪 ემოციური ბარიერების იდენტიფიცირება – რომელი ემოციები გვიშლიან ხელს და როგორ ვმართოთ ისინი ეფექტურად


 

 

📅 შეხვედრის თარიღი: 27 ივნისი, 19:00 სთ

⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 3 საათი

 📍დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ  ადგილზე

🔖დასწრების საფასური - 50₾

🔖 სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"

🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

📍 მისამართი: იოსებიძის 57

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40