
თვითზრუნვა და ემოციური ინტელექტი
ნინი ელბაქიძე-
ტრენინგი
-
11 ივლისი
-
სალექციო დღე: პარასკევი
-
19:00 - 22:00
-
50₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში ტრენინგ-ციკლის, "პიროვნული და პროფესიული განვითარების" ფარგლებში გაიმართება ტრენინგი ნინი ელბაქიძესთან თემაზე: "თვითზრუნვა და ემოციური ინტელექტი"
🔍 ტრენინგის აღწერა
🌿ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ხშირად ვაწყდებით სხვადასხვა გამოწვევებსა და სტრესულ სიტუაციებს, რომელთა გამკლავებისთვის აუცილებელია შესაბამისი რესურსების ქონა. სწორედ ეს განსაზღვრავს, გახდება თუ არა მოცემული სიტუაცია ჩვენს განვითარებაზე პოზიტიური გავლენის მომხდენი, თუ პირიქით—დამაზიანებელი.
ხშირად, ჩვენი ქცევა კრიზისულ სიტუაციაში შესაძლოა იმ მომენტში ეფექტური აღმოჩნდეს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, ჩვენივე ემოციური რესურსების გამოფიტვის მიზეზი გახდეს. შედეგად, ის, რაც თავდაპირველად გვიჩვენებდა გადაჭრის გზას, შეიძლება აღმოჩნდეს დამაზიანებელი ჩვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის.
🧩თითოეულ ადამიანს აქვს რთულ სიტუაციებთან გამკლავების საკუთარი მექანიზმი. თუმცა, მთავარი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რამდენად ეფექტურია ეს მექანიზმი რეალურად—გვეხმარება ის მენტალური რესურსების გაძლიერებაში, თუ პირიქით, ხელს გვიშლის ჩვენ ან/და ჩვენს გარშემომყოფებს.
ემოციური ჰიგიენის დაცვისთვის მნიშვნელოვანია ემოციური რეგულაციის - ქცევის, აზროვნების ჩვენი სტილის გაცნობეირება; რეალურად ჩვენთვის სასარგებლო ემოციური რეგულაციის სტილის შესახებ ინფორმაციის მიღება, ამ მიმართულებით დამოკიდებულების ცვლილება და ქცევაში გავარჯიშება.
📅 შეხვედრის თარიღი: 11 ივლისი, 19:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 3 საათი
📍დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე
🔖დასწრების საფასური - 50₾
🔖 სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40