აღწერა

ვიცი, გარდა იმისა, რაც ვიცი
-
სალონური საუბრები
-
22 ოქტომბერი
-
სალექციო დღე: ოთხშაბათი
-
20:00 - 22:00
-
50₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
მერაბ მამარდაშვილის ლექციათა ციკლის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ანდრო დგებუაძესთან, თემაზე: ვიცი, გარდა იმისა, რაც ვიცი
ცოდნა ყოველთვის მეტია, ვიდრე მისი სიტყვიერი ან ცნებითი გამოხატვა. ის, რაც თითქოსდა უკვე ვიცით, რეალურად ჯერ კიდევ გაუცნობიერებელია, და მხოლოდ ჩვენი შინაგანი ძალისხმევით შეიძლება ამ ცოდნაზე წვდომა, მისი სრულად გაცნობიერება და შემეცნება „ვიცი, გარდა იმისა, რაც ვიცი“ – ეს ნიშნავს, რომ ცნობიერება თავის საზღვრებს სცდება და მუდმივად შეიცავს „უფრო მეტს“, ვიდრე გარეგნულად ჩანს. სწორედ ეს „გადამეტებული“ ცოდნა აჩენს ფილოსოფიას როგორც შინაგან მოქმედებას: არა ინფორმაციის დაგროვებას, არამედ თვითშემეცნების აქტს, როდესაც ადამიანი იწყებს საკუთარი არსებობის ფენომენურად შემეცნებას. ამ ფილოსოფიურ კონტექსტში ვისაუბრებთ მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიურ აღქმებსა და წარმოდგენებზე ცნობიერების, ყოფიერების, აზროვნებისა და ზოგადად შემეცნების აქტის შესახებ, შეხვედრის ფარგლებში გვექნება შესაძლებლობა ჩავერთოთ “აზროვნების პროცესში” გავაზიაროთ საკუთარი მოსაზრებები და უფრო მეტად მივუახლოვდეთ მერაბ მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიური აზროვნების დინამიკას.
📅 შეხვედრის თარიღი: 22 ოქტომბერი, 20:00 საათი
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
💻 დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
🔖დასწრების საფასური:50 ლარი
🔖 სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება.
📍 მისამართი: თინა იოსებიძის #57
☎ დამატებითი ინფორმაცია: 0322 15 15 40
კატეგორია: Uncategorized, მიმდინარე სალონური საუბრები, სალონური საუბრები