აღწერა

ორგანიზაციული კეთილდღეობა სხვადასხვა თაობის (Gen X, Y, Z) თანამშრომლებისთვის

  • სალონური საუბრები
  • 24 ოქტომბერი
  • სალექციო დღე: პარასკევი
  • 20:00 - 22:00
  • 80₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, 🔗"ორგანიზაციული კეთილდღეობა:მართვის ფსიქოლოგიუირი ასპექტები"-ს ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: "ორგანიზაციული კეთილდღეობა სხვადასხვა თაობის (Gen X, Y, Z) თანამშრომლებისთვის", რომელსაც ალექსანდრე ჯეჯელავა წარუძღვება.

 "როდესაც ორგანიზაციულ კეთილდღეობაზე ვსაუბრობთ, იგულისხმება თანამშრომლების კარგად ყოფნა, რომელიც ორგანიზაციის წარმატების ერთ-ერთი ცენტრალური დასაყრდენია. ბევრი მენეჯერი თუ დამფუძნებელი, ვინც თემის მნიშვნელობას იაზრებს, ცდილობს ყველაფერი გააკეთოს ხალხის კარგად ყოფნისთვის და აქედან გამომდინარე ორგანიზაციის წარმატებისთვის. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ დღეს ორგანიზაციებში მომუშავე სხვადასხვა თაობის ადამიანებისთვის (Gen X, Gen Y ანუ მილენიალები და Gen Z) ორგანიზაციული კეთილდღეობა სულ სხვადასხვა რამეს ნიშნავს და განსხვავებული გზებით მიიღწევა. 24 ოქტომბერს აზროვნების აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრებთ, თუ რას ნიშნავს ორგანიზაციული კეთილდღეობა თითოეული თაობის ენაზე და როგორ უნდა შეძლონ მენეჯერებმა თუ დამფუძნებლებმა "ყველას კარგად ყოფნის" მიღწევა განსხვავებული საჭიროებების პირობებში" 


📅 შეხვედრის თარიღი: 24 ოქტომბერი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 80₾
🔖 სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40