აღწერა

განმავითარებელი უკუკავშირი და ინდივიდუალური მიდგომა

ნინო ბუაძე
  • სალონური საუბრები
  • 14 ნოემბერი
  • სალექციო დღე: პარასკევი
  • 20:00 - 22:00
  • 50₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, 🔗"ორგანიზაციული კეთილდღეობა:მართვის ფსიქოლოგიური ასპექტები"-ს ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: "განმავითარებელი უკუკავშირი და ინდივიდუალური მიდგომა", რომელსაც ფსიქოლოგი ნინო ბუაძე წარუძღვება.

თანამედროვე ორგანიზაციებში უკუკავშირი აღარ არის მხოლოდ შეფასების მექანიზმი, ხშირად ის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია. სწორედ უკუკავშირის კულტურაა ის, რაც განსაზღვრავს თანამშრომლის მოტივაციას, ჩართულობასა და ორგანიზაციასთან გრძელვადიან ურთიერთობას.

ლექციის მიზანია, დაეხმაროს მონაწილეებს გააცნობიერონ, როგორ შეიძლება უკუკავშირი გადაიქცეს ზრდის რესურსად და არა კონტროლის ინსტრუმენტად. განხილული იქნება ინდივიდუალური მიდგომის მნიშვნელობა, როგორ უნდა მოარგოს მენეჯერმა კომუნიკაციის სტილი, ტონი და ფორმატი კონკრეტული თანამშრომლის საჭიროებებსა და განვითარების ეტაპს.


📅 შეხვედრის თარიღი: 14 ნოემბერი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 50₾
🔖 სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40