აღწერა

ფსიქოლოგიის
დარგები და ძირითადი მიმართულებები

ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი (მოდული II)
  • 12 ლექცია
  • დასაწყისი: 15 იანვარი
  • 20:00 საათი
  • ფასი: 785 ლარი
  • სერთიფიკატი
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

ფსიქოლოგიის დარგები და მისი ძირითადი მიმართულებები

აზროვნების აკადემია აცხადებს რეგისტრაციას ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსის მეორე მოდულზე: "ფსიქოლოგიის დარგები და მისი ძირითადი მიმართულებები". კურსზე შეისწავლით როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგადგებათ.


📚 მოდულის მიმოხილვა

მოდული აერთიანებს ფსიქოლოგიის ძირითად დარგებს: სოციალური, განათლების, პიროვნების, განვითარების, ნეირო-, კლინიკურ და ინდუსტრიულ-ორგანიზაციულ ფსიქოლოგიას. თითოეული მიმართულება განიხილება როგორც დამოუკიდებელი ჩარჩო, მაგრამ პარალელურად ეწყობა ერთიანი სურათი, თუ როგორ მუშაობს ადამიანი ინდივიდუალურ, სოციალურ და ორგანიზაციულ დონეებზე.

კურსის განმავლობაში მონაწილეები ეცნობიან:

  • ადამიანის ქცევის, აზროვნებისა და ემოციური რეაქციების მეცნიერულ ახსნებს;

  • განვითარების ეტაპებს ბავშვობიდან ზრდასრულობამდე და მათ ფსიქოლოგიურ თავისებურებებს;

  • ფსიქიკური აშლილობების თანამედროვე ხედვებსა და თერაპიულ მიდგომებს (CBT და მედიტაციაზე დაფუძნებული პრაქტიკები);

  • ტვინის ფუნქციონირებასა და კოგნიტურ პროცესებს ნეიროფსიქოლოგიის ჭრილში;

  • სამუშაო გარემოში ქცევის, მოტივაციისა და გადაწყვეტილებების ფსიქოლოგიურ ლოგიკას;

  • კვლევის მეთოდებს რეალური, გახმაურებული ფსიქოლოგიური კვლევების ანალიზის საფუძველზე.

მოდული აგებულია პრაქტიკულ ლოგიკაზე: თითოეული თემა გაძლევთ ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოსადეგია ყოველდღიურ ცხოვრებაში: ურთიერთობებში, სწავლაში, მუშაობაში, საკუთარი თავის უკეთ გააზრებაში და სხვების ქცევის წაკითხვაში.

 

🎓 სწავლების მეთოდები

  • ინტერაქტიური ლექციები და დისკუსიები

  • პრაქტიკული მაგალითები რეალური ცხოვრებიდან

  • ექსპერიმენტების განხილვა - ისტორიული და თანამედროვე


👥 ვისთვის არის ეს კურსი?

  • სტუდენტებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ ფსიქოლოგიის შესწავლას;

  • ისეთი სფეროების წარმომადგენლებისათვის, ვისთვისაც ფსიქოლოგია საჭირო სფეროს წარმოადგენს;

  • ყველასთვის, ვისაც სურს ადამიანების ბუნების შესწავლა.

📅 დაწყების თარიღი: 15 იანვარი
📅  ლექციები გაიმართება კვირაში ერთხელ 20:00 საათზე (დღეები იხილეთ სილაბუსში)
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2–3 საათი
💻 დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც

🔖 მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება
🔖 მოდულის ღირებულება – 785₾

📃 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

📍 მისამართი: თინა იოსებიძის #57
დამატებითი ინფორმაცია: 0322 15 15 40

მოდული მოიცავს 12 ლექციას:

 

მოდული II: ფსიქოლოგიის დარგები და მიმართულებები

 

ლექცია 115 იანვარი | ზურა მხეიძე — სოციალური ფსიქოლოგია

 

ლექცია 219 იანვარი | ზურაბ ვახანია — განათლების ფსიქოლოგია

 

ლექცია 32 თებერვალი | რამაზ საყვარელიძე — პიროვნების ფსიქოლოგია

 

ლექცია 49 თებერვალი | ირინა ტაბუციძე — განვითარების ფსიქოლოგია I

 

ლექცია 516 თებერვალი | ირინა ტაბუციძე — განვითარების ფსიქოლოგია II

 

ლექცია 623 თებერვალი | თინათინ ბანძელაძე — კვლევის მეთოდები ფსიქოლოგიაში
(გახმაურებული ფსიქოლოგიური კვლევების მიხედვით)

 

ლექცია 72 მარტი | მაია მაჭავარიანი — ნეიროფსიქოლოგია I

 

ლექცია 89 მარტი | მაია მაჭავარიანი — ნეიროფსიქოლოგია II

 

ლექცია 916 მარტი | მაია ხოსიტაშვილი — ინდუსტრიული და ორგანიზაციული ფსიქოლოგია I

 

ლექცია 1023 მარტი | მაია ხოსიტაშვილი — ინდუსტრიული და ორგანიზაციული ფსიქოლოგია II

 

ლექცია 1130 მარტი | ანა ღვინიანიძე — კლინიკური ფსიქოლოგია: ფსიქიკური აშლილობები და მათი მკურნალობა (კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია)

 

ლექცია 126 აპრილი | რეზო კორინთელი — კლინიკური ფსიქოლოგია: მედიტაციის წინამძღვრებზე დაფუძნებული მიდგომები ფსიქოთერაპიაში