• პროექტები მოზარდებისთვის
  • საბავშვო ბაღი
  • გამომცემლობა
  • ონლაინ აკადემია
  • სკოლა
აზროვნების აკადემია
  • კურსები
  • სალონური საუბრები
  • პროექტები
  • სტატიები
  • ვიდეოები
    • ლექციები
    • ამონარიდები
    • სიუჟეტები
  • ჩვენი ლექტორები
  • აზრაკის შესახებ
  • კონტაქტი
ძიება
Menu
აზროვნების აკადემია
ძიება
მთავარი კურსები სხვა კურსები რელიგიების ისტორიის კურსი
  • აღწერა
აღწერა
რელიგიების ისტორია


რელიგიების ისტორიის კურსი

  • 20 ლექცია
  • 40 საათი
  • ფასი: 785 ლარი
  • სერთიფიკატი
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57
  • აღწერა

აზროვნების აკადემიაში რელიგიების ისტორიის კურსზე რეგისტრაცია იწყება!

კურსში განიხილება სხვადასხვა რელიგია და რელიგიური იდეები. კურსი მიმოიხილავს საკითხებს, თუ რა სახე ჰქონდა რელიგიას პირველყოფილურ საზოგადოებაში, რა კავშირია რიტუალს, მითსა და რელიგიას შორის, ვნახავთ როგორ ვლინდებოდა რელიგიური იდეები ისეთ კულტურებში, როგორებიცაა: შუმერული, ეგვიპტური, ხეთური, ებრაული, ინდური, ბერძნული და რომაული კულტურები. კურსში ნაჩვენები იქნება რელიგიურ იდეათა საფუძვლები, შესაბამისად, მონაწილეებს საშუალება მიეცემათ თვალი გაადევნონ, თუ ქრონოლოგიურად რა სახით ვითარდებოდა რელიგია თითოეულ კულტურასა და ხალხში. კურსი განიხილავს იმასაც, თუ რა სახის ეპიფანიები არსებობდა სხვადასხვა კულტურაში, ვინ იყვნენ ის პიროვნებები, წინასწარმეტყველები, მოაზროვნეები თუ მქადაგებლები, რომელთაგანაც ვრცელდებოდა რელიგიური იდეები და ყალიბდებოდა რელიგიები. კურსში ნაჩვენები იქნება, თუ რა კორელაციაში იყო ერთმანეთთან სხვადასხვა კულტურაში აღმოცენებული რელიგიური გამოცდილებები, თუ როგორ ითვისებდა რელიგიურ იდეებს ფილოსოფიური ტრადიცია და ისიც, თუ რა კავშირია ფილოსოფიურ და რელიგიურ ტრადიციებს შორის ისეთ კულტურებში, როგორებიცაა ელინური, ქრისტიანული, ისლამური ა. შ.

კურსის ფარგლებში გაიმართება 20 შეხვედრა:

▪ ეგვიპტური რელიგია – მანანა ხვედელიძე

▪ მესოპოტამიური რელიგიები - შუმერულ აქადური სინთეზი – ნინო სამსონია

▪  ხეთური რელიგიური წარმოდგენები – ნინო სამსონია

▪ რელიგია ძველ საბერძნეთში – ირინე დარჩია

▪ეტრუსკული რელიგია – ეკატერინე კობახიძე

▪ ინდუიზმი – თეიმურაზ თათარაშვილი

▪ ბუდიზმი – უფლისწული სიდჰარტა და „გამოღვიძება" - თეიმურაზ თათარაშვილი

▪ ქრისტიანული გამოცხადება – ლევან გიგინეიშვილი

▪ თანახი და ებრაული რელიგიური ტრადიცია – მარიკა მშვილდაძე

▪ ბიბლიური მესიანისტური იდეა და ებრაული თემი ეპოქათა მიჯნაზე – მარიკა მშვილდაძე

▪ ქრისტიანული სამება და ტრინიტარული კამათები – თეიმურაზ ბუაძე

▪ ღმერთკაცის პიროვნება – თეიმურაზ ბუაძე

▪ აღმოსავლური ეკლესია და ბიზანტიური ღვთისმეტყველება – ლევან გიგინეიშვილი

▪ დასავლური ეკლესიის ლათინურენოვანი თეოლოგია (ნეტარი ავგუსტინედან თომა აქვინელამდე) - მიხეილ მირაშვილი

▪ ირანული რელიგია - თეიმურაზ თათარაშვილი

▪ ქრისტიანული მისტიკა – ისიქასტური ლოცვითი ტრადიცია – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

▪ მუჰამადი და ისლამის დაარსება – ლაშა ბართია

▪ ისლამის ძირითადი კონფესიები – ლაშა ბართია

▪ მარტინ ლუთერი და რეფორმაცია – ლევან გიგინეიშვილი

▪  სეკულარიზმი და რელიგია; მსოფლიო რელიგიები; რელიგია თანამედროვეობაში – დეკანოზი ლევან მათეშვილი

დასაწყისი: 2 ოქტომბერი, 20:00 სთ. შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი
სალექციო დღე - ორშაბათი

კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც ZOOM-ის მეშვეობით

კურსის საფასური – 785₾

მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისათვის (23 წლის ჩათვლით) – 25% ფასდაკლება

მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი, 0 %-იანი განვადება

მისამართი: იოსებიძის 57

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
კურსზე რეგისტრაცია
რელიგიების კურსი
კატეგორია: კურსები, სხვა კურსები
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები

ანდრო დგებუაძე
სწრაფი გადახედვა
რეგისტრაცია

საჯარო გამოსვლების ხელოვნება – ანდრო დგებუაძე

975 ₾
სწრაფი გადახედვა
რეგისტრაცია

პროფესიული და ემოციური გადაწვა-მარინა კაჭარავას საავტორო ტრენინგ კურსი

320 ₾
ემოციები
სწრაფი გადახედვა
რეგისტრაცია

ემოციები-ლექციათა ციკლი

285 ₾
სწრაფი გადახედვა
რეგისტრაცია

კომუნიკაციის ტექნიკები და ურთიერთობის ხელოვნება

685 ₾
სწრაფი გადახედვა
რეგისტრაცია

„ფროიდი“-რეზო კორინთელის საავტორო კურსი

325 ₾
სწრაფი გადახედვა
რეგისტრაცია

ორგანიზაციული კეთილდღეობა-ლექციათა ციკლი

285 ₾
სალონური საუბრების ციკლი პიროვნება დ ამეტამორფოზა
სწრაფი გადახედვა
რეგისტრაცია

პიროვნება და მეტამორფოზა

245 ₾
სწრაფი გადახედვა
რეგისტრაცია

ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი

1,085 ₾
სწრაფი გადახედვა
რეგისტრაცია

ქეთევან აბდუშელიშვილის საავტორო ტრენინგ-კურსი პიროვნება და მისი თვითშეფასება

185 ₾
სწრაფი გადახედვა
რეგისტრაცია

სალონური საუბრების ციკლი რეზო კორინთელთან

185 ₾
აზროვნების აკადემიის შესახებ

აზროვნების აკადემია არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.

მისამართები თბილისში

თინა იოსებიძის 57
ირაკლი გამრეკელის 41
პეტრე ქავთარაძის 44

დაგვიკავშირდით

0322 15 15 40

INFO@AZRAKI.GE

წესები და პირობები
თანხის დაბრუნების პირობები

აზროვნების აკადემია 2023 CREATED BY TECHNOPRENEUR
  • კურსები
  • სალონური საუბრები
  • პროექტები
  • ბლოგები და სტატიები
  • ვიდეოები
    • ლექციები
    • ამონარიდები
    • სიუჟეტები
  • ჩვენი ლექტორები
  • აზრაკის შესახებ
  • კონტაქტი
აკრიბეთ საძიებო ფრაზა