გურამ დოჩანაშვილის ცხოვრება და შემოქმედება
-
5 ლექცია
-
დასაწყისი: 6 მარტი
-
სალექციო დრო: 20:00
-
ფასი: 125 ლარი
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
✨აზროვნების აკადემიაში გამოცხადდა რეგისტრაცია ლექციათა ციკლზე: „გურამ დოჩანაშვილის ცხოვრება და შემოქმედება“.
გურამ დოჩანაშვილი - თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე თვითმყოფადი და ღრმა მოაზროვნე ავტორია, რომლის ტექსტებში იუმორი, ფილოსოფია და ადამიანური ყოფის საკითხები უნიკალურად ერწყმის ერთმანეთს.
მისი შემოქმედება გვასწავლის:
როგორ დავინახოთ ადამიანი ყოველდღიურობაში,
როგორ ვიფიქროთ თავისუფლებაზე, ღირსებაზე და პასუხისმგებლობაზე,
როგორ ვაქციოთ ლიტერატურა ცხოვრების ანარეკლად.
სწორედ ამ დიდი ქართველი მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნება ლექციათა ციკლი, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობას იძენს ჩვენთვის, რადგან გურამ დოჩანაშვილს თავადაც არაერთი ლექცია აქვს ჩატარებული აზროვნების აკადემიაში.
ლექციათა ციკლი მოიცავს ავტორის ბიოგრაფიის, მთავარი ტექსტების, თემატიკისა და ფილოსოფიური ხედვის სიღრმისეულ ანალიზს.
📚 ციკლში შემავალი თემები:
გურამ მეგრელიშვილი - სოფელში ოდისევსი მოვიდა (სამოსელი პირველი) - 6 მარტი
გიორგი კეკელიძე - „ვატერპოლო“ - 13 მარტი
ზაალ ჩხეიძე - „რაც უფრო მახსოვს და მეტად მაგონდება“: - 20 მარტი
დეკანოზი თეიმურაზ თათარიშვილი - მითის და ლეგენდის ტრანსფორმაცია დოჩანაშვილის მოთხრობების ფონზე - 26 მარტი
ანა ქირია - „ კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ - 2 აპრილი
📅 დაწყების თარიღი: 6 მარტი
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
💻 დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც🔖 ბაკალავრის სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება
🔖სრული ციკლის ღირებულება – 125₾🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: თინა იოსებიძის #57
☎ დამატებითი ინფორმაცია: 0322 15 15 40