აღწერა

სიყვარულის ნეიროფსიქოლოგია

ნუცა კოღუაშვილი
  • სალონური საუბრები
  • 21 აპრილი
  • სალექციო დღე: სამშაბათი
  • 20:00 - 22:00
  • 50₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლი  - "სიყვარული" ფარგლებში გაიმართება შეხვედრა თემაზე: "სიყვარულის ნეიროფსიქოლოგია", რომელსაც  ნეირომეცნიერების მკვლევარი და Youtube არხი-🔗 "Spin"-ის შემქმნელი ნუცა კოღუაშვილი წარუძღვება.

ლექცია ფოკუსირებულია სიყვარულის ნეირობიოლოგიაზე და იმაზე, როგორ მოქმედებს ემოციური გამოცდილება ჩვენს ტვინსა და სხეულზე, მაგალითად გულგატეხილობის დროს აქტიურდება ტვინის ის ზონები, რომლებიც ფიზიკურ ტკივილზეა პასუხისმგებელი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად რეალური და ძლიერია ემოციური ტკივილი. ლექცია ასევე განასხვავებს ნამდვილ სიყვარულსა და ემოციურ დამოკიდებულებას შორის არსებულ განსხვავებებს.

მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ხედვებს, თუ როგორ იქმნება ჯანსაღი, გრძელვადიანი ურთიერთობები და რა მექანიზმები მართავს ჩვენს ემოციურ არჩევანებს.

 

📅 შეხვედრის თარიღი: 21 აპრილი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 50₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40