სიყვარული, ოჯახი და პარტნიორობა
გიორგი ჭანტურია-
სალონური საუბრები
-
5 მაისი
-
სალექციო დღე: სამშაბათი
-
20:00 - 22:00
-
50₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლი - "სიყვარული" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: სიყვარული, ოჯახი და პარტნიორობა - რომელსაც ფსიქოანალიტიკოსი, ინტეგრას ფსიქოთერაპევტი გიორგი ჭანტურია წარუძღვება .
რა არის სიყვარული: მხოლოდ ემოცია თუ გაცილებით უფრო რთული, მრავალშრიანი გამოცდილება? ლექცია შეეხება იმას, თუ რას ვეძებთ პარტნიორულ ურთიერთობებში, როგორ ვაშენებთ კავშირს და რა როლს თამაშობს ოჯახი ამ პროცესში.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სიყვარულს, როგორც სივრცეს, სადაც აქტიურდება ჩვენი პირადი ისტორიები და გამოცდილებები, ემოციები და არაცნობიერი პატერნები. ლექცია დაეხმარება მონაწილეებს უკეთ გაიგონ საკუთარი ქცევები ურთიერთობებში და დაინახონ, როგორ მოქმედებს წარსული მათ ახლანდელ კავშირებზე.
📅 შეხვედრის თარიღი: 5 მაისი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 50₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40