არტთერაპიული ვორქშოპი- "ნახატი, როგორც სარკე"
ხატია სიდამონიძე-
არტთერაპიული ვორქშოპი
-
8 მაისი
-
სალექციო დღე: პარასკევი
-
19:00 - 22:00
-
30₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში გაიმართება არტთერაპიული ვორქშოპი: - "ნახატი, როგორც სარკე", რომელსაც L&D კონსულტანტი და ტრენერი, არტთერაპევტი ხატია სიდამონიძე წარუძღვება.
"ნახატი, როგორც სარკე” - ეს არის ინტერაქტიული ვორქშოფი, რომელიც შემოქმედებაზე დაფუძნებული მიდგომის მეშვეობით დაეხმარება მონაწილეებს დაინახონ საკუთარი კომუნიკაციის ტენდენციები, რომლებიც ხშირად გაუცნობიერებელია, თუმცა დიდ გავლენას ახდენს ურთიერთობებზე, ჩვენს ქცევებზე და გადაწყვეტილებებზე.
ვორქშოფის დროს გამოყენებული იქნება ხატვითი სავარჯიშოები, სადაც მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა დაინახონ და გააცნობიერონ თავიანთი ქცევების, საზღვრების და თანამშრომლობის დინამიკა ურთიერთობებში.
შეხვედრა მოიცავს მოკლე შესავალს, პრაქტიკულ აქტივობას და რეფლექსიას.
გამოყენებული იქნება სხვადასხვა სახატავი მასალა - საღებავები, ფანქრები, მარკერები და სხვა საშუალებები.
წინაპირობა: წინასწარი გამოცდილება ხატვაში საჭირო არ არის — მნიშვნელოვანია მონაწილე ღია იყოს პროცესისთვის და მზად - თვითრეფლექსიისთვის.
📅 შეხვედრის თარიღი: 8 მაისი, 19:00 სთ
⌛ ვორქშოპის ხანგრძლივობა – 3 საათი
📍 დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე
🔖მონაწილეების მაქსიმალური რაოდენობა: 18
🔖დასწრების საფასური - 30₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40