აღწერა

სიყვარულის ფსიქოლოგია

სალონური საუბრები
  • სალონური საუბრები
  • 25 მაისი
  • 2-3 საათი
  • ფასი: 50 ლარი
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლი  - "სიყვარული" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: სიყვარულის ფსიქოლოგიარომელსაც ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა წარუძღვება .

 

ლექციაზე განხილული იქნება სიყვარულის ტიპოლოგია და ის ძირითადი ფორმები, რომლებიც ისტორიულად გამოიკვეთა, მათ შორის ძველი ბერძნების კლასიფიკაციები და მათი თანამედროვე ინტერპრეტაციები.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა იმასაც, თუ როგორ ესმით სიყვარული თანამედროვე ფსიქოლოგიაში  როგორც ემოციური, კოგნიტური და ქცევითი პროცესი. ლექცია მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, გააანალიზონ სიყვარულის მრავალფეროვანი ფორმები და უკეთ გაიგონ, როგორ ყალიბდება და ვითარდება ის ადამიანის გამოცდილებაში.

📅 შეხვედრის თარიღი: 25მაისი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 50₾
🔖სკოლის მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40