აღწერა

ლიდერის ტიპები

ნინო ბუაძე
  • ტრენინგი
  • 10 ივნისი
  • 19:00
  • 50₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში გაიმართება ფსიქოლოგი ნინო ბუაძის ტრენინგი თემაზე: "ლიდერის ტიპები".

შეხვედრა დაეთმობა ერიკ ბერნის ტრანზაქციულ ანალიზს და ლიდერის როლებს. როგორ მოქმედებს „მშობლის“, „ზრდასრულისა“ და „ბავშვის“ ეგო-სტატუსი ჩვენს კომუნიკაციასა და მართვის სტილზე? შეხვედრაზე ეს საკითხები განიხილება რეალური სცენარების, ქეისებისა და თვითრეფლექსიის პრაქტიკული ფორმატით, რაც მონაწილეებს საკუთარი ქცევისა და გადაწყვეტილებების უკეთ გააზრებაში დაეხმარება.

 

📅 შეხვედრის თარიღი: 10 ივნისი 19:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 3 საათი

🔖 დასწრების საფასური: 50₾
🔖 სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორაციული შეთავაზება. 

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

📍 დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე 📍მისამართი: თინა იოსებიძის #57 

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40