აღწერა

კომუნიკაციის ფსიქოლოგია: ინტერპერსონალური კომუნიკაცია

ნათია გოცაძის ტრენინგი ​
  • ტრენინგი
  • 24 ივნისი
  • 19:00
  • 50₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში გაიმართება  ტრენინგი თემაზე: "კომუნიკაციის ფსიქოლოგია: ინტერპერსონალური კომუნიკაცია" რომელსაც "ალტერბრიჯის" რექტორი, კომუნიკაციების ექსპერტი, ნათია გოცაძე წარუძღვება .

კომუნიკაცია მხოლოდ საუბარი არ არის, იგი არის პროცესი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობებს, პროფესიულ გარემოს, თვითაღქმასა და სამყაროსთან კავშირს. ხშირად გვასწავლიან, როგორ ვილაპარაკოთ, თუმცა ნაკლებად როგორ მოვუსმინოთ, როგორ გავიგოთ სხვისი და როგორ გავაცნობიეროთ საკუთარი კომუნიკაციის სტილი.

ტრენინგის ფარგლებში ვისაუბრებთ ინტერპერსონალური კომუნიკაციის ფსიქოლოგიურ საფუძვლებზე, ადამიანურ ურთიერთობებში არსებულ ბარიერებზე, კომუნიკაციის გავლენაზე პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე, ასევე იმაზე, თუ როგორ აისახება საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება სხვებთან ურთიერთობაზე.

ეს იქნება პრაქტიკულ და ფსიქოლოგიურ ხედვებზე დაფუძნებული სიღრმისეული შეხვედრა ყველასთვის, ვინც ინტერესდება კომუნიკაციით, ადამიანური ურთიერთობებითა და თვითგანვითარებით.

 

📅 შეხვედრის თარიღი: 24 ივნისი 19:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 3 საათი

🔖 დასწრების საფასური: 50₾
🔖 სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორაციული შეთავაზება. 

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

📍 დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე 📍მისამართი: თინა იოსებიძის #57 

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40