ბავშვთა და მოზარდთა მენტალური ჯანმრთელობა
ნინო ბუაძე-
ღია შეხვედრა
-
18 ივნისი
-
19:00
-
დასწრება თავისუფალია
-
ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №16
ივნისის თვეში ავერსი ფარმასა და აზროვნების აკადემიის ღონისძიება ბავშვებს და მათი მენტალური ჯანმრთელობის საკითხებს მიეძღვნება, შეხვედრას ფსიქოლოგი, ნინო ბუაძე წარუძღვება.
ბავშვისა და მოზარდის მენტალური ჯანმრთელობა მხოლოდ პრობლემების ან დიაგნოზების არარსებობას არ ნიშნავს. ხშირად ბავშვის ყველაზე მნიშვნელოვანი სათქმელი სიტყვებით არ ვლინდება. ის შეიძლება გამოხატული იყოს ქცევით, დუმილით, ემოციური რეაქციებით ან ურთიერთობებში წარმოქმნილი სირთულეებით. ასევე, სოციალურად მისაღები ქცევა და ე.წ. „კარგი საქციელი“ ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ბავშვი თავს კარგად გრძნობს.
შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრებთ ბავშვებისა და მოზარდების ემოციურ საჭიროებებზე, მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე, გამაფრთხილებელ ნიშნებზე, მშობლებისა და აღმზრდელების როლზე, ასევე იმ გზებზე, რომლებიც ხელს უწყობს ფსიქოლოგიურად ჯანსაღი და მდგრადი თაობის ჩამოყალიბებას.
📆 შეხვედრის თარიღი: 18 ივნისი, 19:00 საათი
⏱️ ხანგრძლივობა: 2 საათი
📍 მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №16, ავერსი-ფარმას ოფისი (საკონფერენციო სივრცე, მეორე სართული)
👉 ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
🧾 რეგისტრაციისთვის აუცილებელია ავერსის მტრედი ბარათის ფლობა.
თუ ჯერ არ გაქვთ მტრედი ბარათი, მისი გააქტიურება სარეგისტრაციო ბმულზე შეგიძლიათ.
📧 რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ელ-ფოსტაზე მიიღებთ QR კოდს, ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია ადგილზე QR-ის წარდგენა.