მამის არქეტიპი და მისი გავლენა პიროვნების ჩამოყალიბებაზე
რეზო კორინთელი-
21 ივნისი
-
20:00
-
ხანგრძლივობა: 2-3 საათი
-
ფასი: 50 ლარი
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ 21 ივნისს მამების დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, აზროვნების აკადემიაში გაიმართება, სალონური საუბრები თემაზე: მამის არქეტიპი და მისი გავლენა პიროვნების ჩამოყალიბებაზე, შეხვედრას ფსიქიატრი, ფსიქოანალიტიკოსი რეზო კორინთელი წარუძღვება.
👨👧 მამის როლი ბავშვის ცხოვრებაში მხოლოდ მატერიალური უზრუნველყოფით არ შემოიფარგლება. თანამედროვე ფსიქოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ მამის ჩართულობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის თვითშეფასებაზე, ემოციურ რეგულაციაზე, დამოუკიდებლობის განვითარებასა და სოციალურ ურთიერთობებზე.
🧭 ლექციაზე განვიხილავთ მამის არქეტიპს, იმ ფსიქოლოგიურ სახეს, რომელიც სხვადასხვა კულტურასა და ეპოქაში განსხვავებული ფორმით გვხვდება და რომელიც ავტორიტეტთან, დაცულობასთან, საზღვრებთან, პასუხისმგებლობასა და სამყაროსთან ურთიერთობასთან არის დაკავშირებული.
✨ ლექცია საინტერესო იქნება როგორც მშობლებისთვის, ისე ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ოჯახური ურთიერთობების, პიროვნული განვითარების და ფსიქოლოგიური არქეტიპების გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე.
📅თარიღი: 21ივნისი
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 50₾
🔖სკოლის მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40