აღწერა

გადაღლა, ციფრული გარემო და შფოთვა თანამედროვე ცხოვრებაში

დავით ზურაბაშვილი
  • 14 ივლისი
  • 20:00
  • ხანგრძლივობა: 2-3 საათი
  • ფასი: 40 ლარი
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️  აზროვნების აკადემიაში გაიმართება, სალონური საუბრები თემაზე: გადაღლა, ციფრული გარემო და შფოთვა თანამედროვე ცხოვრებაში, შეხვედრას ფსიქიატრი,  დავით ზურაბაშვილი წარუძღვება.

 

დღევანდელ სამყაროში მუდმივი ხელმისაწვდომობა, ინფორმაციის ჭარბი ნაკადი და ცხოვრების დაჩქარებული ტემპი ხშირად გვაყენებს ემოციური და ფსიქოლოგიური გადატვირთვის წინაშე.  გადაღლა, სტრესი და შფოთვა მრავალი ადამიანის ყოველდღიური გამოცდილების ნაწილად იქცა. 
 

ლექციაზე ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ციფრული გარემო, ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რა კავშირია ეკრანებთან გადატარებულ დროსა და ემოციურ კეთილდღეობას შორის, როგორ ამოვიცნოთ გადაღლისა და შფოთვის ნიშნები და რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათთან ეფექტურად გასამკლავებლად. შეხვედრის ფარგლებში განვიხილავთ როგორც   თანამედროვე კვლევების მიგნებებს, ისე პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლების დაგვეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი ბალანსის, ემოციური მდგრადობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებაში. 

 

ლექცია განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხები და სურს უკეთ გაიგოს თანამედროვე ცხოვრების გავლენა   ჩვენს ემოციურ კეთილდღეობაზე.

 

📅თარიღი: 14 ივლისი
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 40₾
🔖სკოლის მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40