აღწერა

პერფექციონიზმი და პროკრასტინაცია

მარიამ გერგაული
  • სალონური საუბრები
  • 29 ივნისი
  • სალექციო დღე: ორშაბათი
  • დასაწყისი: 20:00
  • 30₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: "პერფექციონიზმი და პროკრასტინაცია",  რომელსაც 🔗აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ - ინტეგრას  CBT თერაპევტი მარიამ გერგაული წარუძღვება.

პერფექციონიზმი, ერთი შეხედვით, წარმატებისა და მაღალი სტანდარტებისკენ სწრაფვასთან ასოცირდება, თუმცა ხშირად  ის შეცდომის დაშვების შიშს, თვითკრიტიკასა და მუდმივ უკმაყოფილებას იწვევს. პროკრასტინაცია კი მხოლოდ საქმის გადადება არ არის, ის ხშირად რთულ ემოციებთან გამკლავების მცდელობას წარმოადგენს, როდესაც მოქმედებას შფოთვა, გაურკვევლობა ან წარუმატებლობის შიში აფერხებს. ამ ორივე პროცესის უკან კი ხშირად შფოთვა დგას, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს გადაწყვეტილებებზე, პროდუქტიულობასა და ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე.

ლექციის ფარგლებში განვიხილავთ პერფექციონიზმის, პროკრასტინაციისა და შფოთვის ფსიქოლოგიურ მექანიზმებს, მათ ურთიერთკავშირს და იმ გზებს, რომლებიც გვეხმარება ამ წრიდან გამოსვლასა და უფრო მოქნილი, ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში.

 

📅 შეხვედრის თარიღი: 29 ივნისი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 30₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40