ენერგიის მართვა
მაია ხოსიტაშვილი -
ღია შეხვედრა
-
16 ივლისი
-
19:00
-
დასწრება თავისუფალია
-
ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №16
✨ ავერსი ფარმასა და აზროვნების აკადემიის ყოველთვიური შეხვედრები გრძელდება. ამჯერად გიწვევთ შეხვედრაზე „ენერგიის მართვა“, რომელსაც ფსიქოლოგი მაია ხოსიტაშვილი წარუძღვება.
☀️ ზაფხული ხშირად გადატვირთვის, დაგროვილი დაღლისა და სამუშაო რიტმის ხელახლა გააზრების პერიოდია. სწორედ ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ დასვენება, არამედ გადაღლის შემდეგ რესურსების სწორად დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა და ენერგიის ისე გადანაწილება, რომ ადამიანმა შეძლოს პროდუქტიულობის, მოტივაციისა და შინაგანი ბალანსის შენარჩუნება.
🌿ძირითადი გამოწვევაა დაღლისა და დასვენების დაბალანსება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ფსიქოგანათლების მიღება სტრესმედეგობასა და პროდუქტიულობის მართვის მექანიზმებზე, რაც ხელს შეუწყობს პიროვნების ფსიქო-ემოციურ გაძლიერებას, კეთილდღეობისა და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შენარჩუნებას. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ შეხვედრაზე.
📆 შეხვედრის თარიღი: 16 ივლისი, 19:00 საათი
⏱️ ხანგრძლივობა: 2 საათი
📍 მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №16, ავერსი-ფარმას ოფისი (საკონფერენციო სივრცე, მეორე სართული)
👉 ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
🧾 რეგისტრაციისთვის აუცილებელია ავერსის მტრედი ბარათის ფლობა.
თუ ჯერ არ გაქვთ მტრედი ბარათი, მისი გააქტიურება რეგისტრაციის ბმულიდან შეგიძლიათ.
📧 რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ელფოსტაზე მიიღებთ QR კოდს, რომლის ადგილზე წარდგენაც აუცილებელია ღონისძიებაზე დასასწრებად.