ქართული გასტრონომიული კულტურა
დალილა ცატავა-
2 ოქტომბერი
-
სალექციო დღე: პარასკევი
-
დასაწყისი: 20:00
-
40₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: "ქართული გასტრონომიული კულტურა", შეხვედრას გასტრონომიული კულტურის მკვლევარი დალილა ცატავა წარუძღვება.
ლექციის ფარგლებში ვისაუბრებთ, როგორ იქცა საკვები კულტურულ მეხსიერებად, რას გვიყვება ქართული კერძები სხვადასხვა კუთხის ისტორიაზე და რატომ არის ქართული გასტრონომია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოხატულება.
შეხვედრის მიზანია ქართული გასტრონომიის დანახვა, როგორც კულტურული კოდის სისტემისა, რომელიც აერთიანებს ისტორიულ გამოცდილებას, რიტუალებს, ეთიკურ ღირებულებებსა და საზოგადოებრივ ურთიერთობებს. საკვები ამ კონტექსტში აღიქმება არა მხოლოდ ყოველდღიურ საჭიროებად, არამედ მეხსიერების, იდენტობისა და კულტურული უწყვეტობის მატარებლად, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.
📅 შეხვედრის თარიღი: 2 ოქტომბერი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 40₾
🔖 სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40