აღწერა

შინაგანი დისციპლინა და დროის ეფექტური მართვა

ზურა მხეიძე
  • სალონური საუბრები
  • 17 სექტემბერი
  • სალექციო დღე: ხუთშაბათი
  • 20:00
  • 80₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის  - 🔗"მოტივაცია და თვითშეფასება" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: შინაგანი დისციპლინა და დროის ეფექტური მართვა, რომელსაც ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე წარუძღვება .

შეხვედრაზე განხილული იქნება, როგორ უკავშირდება დისციპლინა არა მხოლოდ წესებსა და ვალდებულებებს, არამედ საკუთარი ცხოვრების გააზრებულ ორგანიზებას. მონაწილეები გაეცნობიან იმ მექანიზმებს, რომლებიც გვეხმარება დროის რესურსის ეფექტურად გამოყენებაში, მიზნების სწორად დაგეგმვასა და მიღწეული შედეგების შემდგომი მოტივაციის წყაროდ გარდაქმნაში.

ლექციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შინაგანი დისციპლინის განვითარებას, დროის მენეჯმენტს, პრიორიტეტების განსაზღვრასა და თანმიმდევრული ნაბიჯებით მიზნისკენ მოძრაობას ისე, რომ დისციპლინა არ იქცეს საკუთარ თავზე ზეწოლად, არამედ გახდეს პიროვნული განვითარებისა და მოტივაციის მხარდამჭერი ინსტრუმენტი.

📅 შეხვედრის თარიღი: 17 სექტემბერი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 80₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40