ფსიქოპათია- ფსიქიკის ანტისოციალური მხარე
სოსო დოლიძე-
სალონური საუბრები
-
9 ოქტომბერი
-
20:00
-
40₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე „მარტოობა თანამედროვე საზოგადოებაში", რომელსაც ფსიქოთერაპევტი სოსო დოლიძე წარუძღვება.
ლექციის შესახებ
ჩვენ ვცხოვრობთ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ და ციფრულად დაკავშირებულ ეპოქაში, თუმცა, ამავდროულად განვიცდით იზოლაციის უპრეცედენტო ეპიდემიას. დიდ ქალაქებში მილიონობით ადამიანით გარშემორტყმული, განუწყვეტელი შეტყობინებების ნაკადში მყოფი და ასობით ონლაინ ნაცნობით გარშემორტყმული თანამედროვე ადამიანი, პარადოქსულად თავს ღრმად უხილავად გრძნობს. ბუნებასთან ჩვენი უძველესი კავშირის წყვეტითა და ორგანული რიტმების ხელოვნური ჩანაცვლებით, საზოგადოებამ ფიზიკური სიახლოვე ემოციურ დისტანციად აქცია.
თანამედროვე მარტოობის გასაგებად, ზედაპირს მიღმა, ადამიანის ფსიქიკის არქიტექტურაში უნდა ჩავიხედოთ:
სიღრმისეულ დონეზე მარტოობა ხშირად ადრეული განვითარების გამოწვევებს ირეკლავს - უსაფრთხოება, მშობლის ზრუნვის ემოციური დაკმაყოფილების და უპირობო მიკუთვნებულობის არაცნობიერი ლტოლვა, რომლის ჩახშობასაც თითქოს ცივილიზაცია მოითხოვს ჩვენგან. როდესაც თანამედროვე კონკურენციაში გადასარჩენად სოციალურ ნიღბებს ვირგებთ, ვუცხოვდებით საკუთარ ღრმა, ავთენტურ ბუნებასთან.
როდესაც მარტოობა აუცილებელი დროებითი განმარტოებიდან ქრონიკულ მდგომარეობაში გადადის, ფსიქიკისთვის მიყენებული ზიანი მძიმეა. ნამდვილ ემოციურ კავშირს მოკლებული გონება ხანგრძლივ იზოლაციას ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამს. ეს იწვევს ქრონიკულ ფსიქიკურ სიფხიზლეს და ამძიმებს აღქმას. ასეთ დროს საკუთარ თავთან მარტო დარჩენაც კი, რომელიც განვითარებისა და ინსაიტის აუცილებელი წინაპირობაა, გამანადგურებლად აღიქმება. დროთა განმავლობაში ქრონიკული მარტოობა ანადგურებს ემპათიას, არღვევს თვითშეფასებას, აჩქარებს დეპრესიულ პარალიზებას.
📅 შეხვედრის თარიღი: 9 ოქტომბერი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
🔖 დასწრების საფასური: 40₾
🔖 სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორაციული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
📍მისამართი: თინა იოსებიძის #57
☎ დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40