აღწერა

ახალი ეტაპი დაბრუნება: მოტივაცია და პიროვნული განვითარება

ნათია გოცაძე
  • ღია შეხვედრა
  • 25 სექტემბერი
  • 19:00
  • დასწრება თავისუფალია
  • ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №16

ავერსი ფარმასა და აზროვნების აკადემიის ყოველთვიური შეხვედრები გრძელდება. ამჯერად გიწვევთ შეხვედრაზე „ახალი ეტაპი დაბრუნება: მოტივაცია და პიროვნული განვითარება“, რომელსაც ,,ალტერბრიჯის" რექტორი, კომუნიკაციების ექსპერტი ნათია გოცაძე წარუძღვება..

🍂 სექტემბერი ხშირად დაკავშირებულია ცვლილებებთან, სიახლეებთან და ახალი ეტაპების დაწყებასთან. ასეთ პერიოდებს თან ახლავს მოლოდინები, მრავალფეროვანი ემოციები, კითხვები და ბუნებრივი ღელვა - როგორ შევხვდეთ ცვლილებებს, როგორ გავუმკლავდეთ სიახლის შიშს და როგორ შევინარჩუნოთ შინაგანი რესურსი მაშინ, როდესაც ნაცნობი ყოველდღიურობა იცვლება.

💭ახალ ეტაპზე გადასვლისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სივრცეების არსებობა, სადაც შესაძლებელია ამ გამოცდილებების გააზრება, კითხვებზე პასუხების ძიება და ისეთი ცოდნისა და პრაქტიკული მიდგომების მიღება, რომლებიც ცვლილებების პროცესის უფრო გააზრებულად და თავდაჯერებულად გავლაში გვეხმარება.
 

🌱შეხვედრაზე განვიხილავთ, როგორ ვმართოთ საკუთარი მოლოდინები, როგორ გავუმკლავდეთ ცვლილებებით გამოწვეულ შფოთვას და როგორ ვიზრუნოთ საკუთარ განვითარებასა და ფსიქოლოგიურ რესურსებზე მაშინაც კი, როდესაც ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. 

 

📆 შეხვედრის თარიღი: 25 სექტემბერი, 19:00 საათი

⏱️ ხანგრძლივობა: 2 საათი 

📍 მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №16, ავერსი-ფარმას ოფისი (საკონფერენციო სივრცე, მეორე სართული)  


👉 ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

🧾 რეგისტრაციისთვის აუცილებელია ავერსის მტრედი ბარათის ფლობა.
თუ ჯერ არ გაქვთ მტრედი ბარათი, მისი გააქტიურება რეგისტრაციის ბმულიდან შეგიძლიათ.


📧 რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ელფოსტაზე მიიღებთ QR კოდს, რომლის ადგილზე წარდგენაც აუცილებელია ღონისძიებაზე დასასწრებად.