აღწერა

სისტემური განლაგება
და თვითზრუნვა
(სხეული, ემოციები და შინაგანი წონასწორობა)

მოქშა ფეიქარი
  • 23 ოქტომბერი
  • 20:00
  • ხანგრძლივობა: 2-3 საათი
  • ფასი: 60 ლარი
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️  აზროვნების აკადემიაში გაიმართება, სალონური საუბრები თემაზე: სისტემური განლაგება და თვითზრუნვა (სხეული, ემოციები და შინაგანი წონასწორობა) - შეხვედრას წარუძღვება სისტემური განლაგების თერაპევტი მოქშა ფეიქარი.

 

რატომ ხდება, რომ ზოგჯერ კარგად ვიცით, რა გვჭირდება, მაგრამ საკუთარ თავს ამის უფლებას მაინც  ვერ ვაძლევთ? რატომ გვიჭირს „არა“-ს თქმა, დახმარების მიღება ან საკუთარი საჭიროებების დაპრიორიტეტება? რატომ ვზრუნავთ სხვებზე გაცილებით უფრო ადვილად, ვიდრე საკუთარ თავზე?

თითოეული ჩვენგანი ოჯახის, ურთიერთობებისა და სხვა სისტემების ნაწილია და ამ სისტემებში ჩამოყალიბებული კავშირები, როლები და ფარულად არსსებული უხილავი ლოიალობები გავლენას ახდენს იმაზე თუ რამდენად თავისუფლად შეგვიძლია ვიზრუნოთ საკუთარ თავზე. ხშირად ადამიანი საკუთარ თავზე იღებს იმაზე მეტ პასუხისმგებლობას, ვიდრე მას ეკუთვნის და საკუთარი საჭიროებების დაცვას ეგოიზმად ან სხვების მიტოვებად აღიქვავს.

საკუთარ თავთან მეგობრული დამოკიდებულების მნიშვნელობის გაცნობირება გვეხმარება იმ არასწორი როლებიდან, არასწორი დროებიდან და არასწორი სივრცეებიდან გამოსვლაში, რაშიც ჩვენი სისტემის წარმომადგენლებთან ემოციურად ჩახლართულები ვართ ამ უპირობო ლოიალურობის და „სინდისის ქეჯნის“ გამო.

ეს ლექცია იქნება მოწვევა თვითზრუნვის უფრო ღრმა გაგებისკენ. ფორმატი იქნება ინტერაქციული ხასიათის. ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უკავშირდება თვითზრუნვა ოჯახურ გამოცდილებას, კუთვნილებას, სისტემურ ლოიალობებს, პასუხისმგებლობასა, პირად საზღვრებს და ჯანსაღ თვითგამოხატვას.

📅თარიღი: 23 ოქტომბერი
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელია, როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურად  

🔖დასწრების საფასური - 60₾
🔖სკოლის მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40