ფსიქოთერაპია და თვითშემეცნება - ქეთი დალინკევიჩი
ქეთი დალინკევიჩი-
სალონური საუბრები
-
28 ოქტომბერი
-
სალექციო დღე: პარასკევი
-
20:00
-
40₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის - 🔗"მოტივაცია და თვითშეფასება" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: ფსიქოთერაპია და თვითშემეცნება, რომელსაც აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ ინტეგრას ხელმძღვანელი, ფსიქოთერაპევტი ქეთი დალინკევიჩი წარუძღვება .
რამდენად კარგად ვიცნობთ საკუთარ თავს? რა განსაზღვრავს ჩვენს სურვილებს, ქცევებსა და გადაწყვეტილებებს? რატომ გვიჭირს ზოგჯერ საკუთარი ემოციების გააზრება ან იმ განმეორებადი ქცევების შეცვლა, რომლებიც ხელს გვიშლის განვითარებაში?
ფსიქოთერაპია საკუთარი თავის შეცნობის პროცესია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, სხვაგვარად შევხედოთ პირად გამოცდილებას, გავიაზროთ შინაგანი წინააღმდეგობები და აღმოვაჩინოთ საკუთარი თავისა და სამყაროს აღქმის ახალი პერსპექტივები.
სალონური საუბრის ფარგლებში განვიხილავთ, რა როლი აქვს ფსიქოთერაპიას თვითშემეცნებაში, როგორ უკავშირდება საკუთარი თავის გაგება თვითშეფასებასა და მოტივაციას და რა მნიშვნელობა აქვს ამ პროცესს პიროვნული განვითარებისთვის.
📅 შეხვედრის თარიღი: 28 ოქტომბერი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖შეხვედრაზე დასწრების საფასური - 40₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40