საკუთარ თავთან ურთიერთობა - თვითზრუნვა და მენტალური ჯანმრთელობა
ნათია ფანჯიკიძე-
12 ოქტომბერი
-
19:00
-
დასასწრებად საჭიროა
10 „მტრედი ქულა” -
ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №16
🌿 ოქტომბერში მენტალური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
💡ავერსი ფარმასა და აზროვნების აკადემიის ერთობლივი მასპინძლობით, 12 ოქტომბრის შეხვედრის მოწვეული სტუმარი იქნება ფსიქოლოგი და არტთერაპევტი ნათია ფანჯიკიძე. ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა (ვარდისფერი ოქტომბერი), ასევე აღინიშნება მენტალური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე. სწორედ ამ თემებს შეეხება ჩვენი შეხვედრაც.
➡️ ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება საკუთარი ემოციების და სხეულებრივი შეგრძნებების მოსმენით. დავფიქრედებით, სქრინინგის დაგვიანების მიზეზი უფრო ხშირად შიშია თუ დროის უქონლობა?
ასევე ვისაუბრებთ იმაზე, რა უნდა ვიცოდეთ, როცა დიაგნოზი უკვე არსებობს და ქალი მკურნალობის გზას გადის. ვილაპარაკებთ "ძლიერი ქალის“ როლზეც, რომელიც ყველაზე ზრუნავს, საკუთარი თავის გარდა და იმაზეც, რომ ძლიერი არ ნიშნავს უშიშრობას. ძლიერი ნიშნავს, შიშის მიუხედავად მოქმედებას.
📆 შეხვედრის თარიღი: 12 ოქტომბერი, 19:00 საათი
⏱️ ხანგრძლივობა: 2 საათი
📍 მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №16, ავერსი-ფარმას ოფისი (საკონფერენციო სივრცე, მეორე სართული)
👉 ლექციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია „მტრედი“ ბარათის გამოყენებით - დასასწრებად საჭიროა 10 „გული”, რომელიც რეგისტრაციის გავლის შემდეგ ჩამოგეჭრებათ.