აღწერა

წყვილებს შორის ურთიერთობები​

სალონური საუბრების ციკლი
  • 6 ლექცია
  • დასაწყისი: 12 ნოემბერი
  • 20:00
  • ფასი: 220 ლარი
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

✅ აზროვნების აკადემია გთავაზობთ სალონური საუბრების ციკლს - "წყვილებს შორის ურთიერთობები"

ურთიერთობები ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და გავლენას ახდენს როგორც პიროვნულ განვითარებაზე, ისე ემოციურ კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხზე. თუმცა, როგორ ვქმნით და ვინარჩუნებთ ურთიერთობებს? რა როლს ასრულებს წარსული გამოცდილება, თვითშეფასება და პიროვნული ღირებულებები პარტნიორულ ურთიერთობებში? როგორ გავუმკლავდეთ წყვილებს შორის არსებულ გამოწვევებს?

ლექციათა ციკლი აერთიანებს ფსიქოლოგიურ, პიროვნულ და სულიერ პერსპექტივებს და გვთავაზობს ურთიერთობების მრავალმხრივ გააზრებას. მონაწილეები გაეცნობიან ურთიერთობებში ჩამოყალიბებულ ქცევით მოდელებს, წარსული გამოცდილების გავლენას, თვითშეფასებისა და ღირებულებების მნიშვნელობას და კონფლიქტებთან გამკლავების გზებს.

ციკლის მიზანია, ხელი შეუწყოს ურთიერთობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, საკუთარი ქცევებისა და დამოკიდებულებების გააზრებას და პარტნიორთან უფრო ჯანსაღი, გააზრებული და ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

 

სალონური საუბრების ციკლის ფარგლებში გაიმართება 6 შეხვედრა:

12 ნოემბერი (ხუთშაბათი) - ნინო ბუაძე - წყვილის ჯავშნები: ურთიერთობის ფორმები, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად ჩამოყალიბდა.

18 ნოემბერი - თეა გოგოტიშვილი - წარსულის კვალი და მისი გავლენა ურთიერთობებზე.

25 ნოემბერი - მოქშა ფეიქარი - თვითშეფასება, თავდაჯერებულობა და ღირებულებები ურთიერთობებში.

2 დეკემბერი - თაკო ფაცაცია - ურთიერთობის ძირითადი გამოწვევები და მათთან გამკლავების გზები.

9 დეკემბერი - მამა თეოდორე - წყვილებს შორის ურთიერთობები.

16 დეკემბერი - მარინა კაჭარავა - წყვილებს შორის ურთიერთობები და ცხოვრების ხარისხი.

 

📅 დაწყების თარიღი: 12 ნოემბერი.

📅ლექციები გაიმართება კვირაში ერთხელ ყოველ ოთხშაბათს  (გარდა პირველი შეხვედრისა) 20:00 საათზე,

🔖 ლექციათა ციკლის ღირებულება – 220₾

🔖 სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) - 25% ფასდაკლება. იმისთვის, რომ ფასდაკლებით ისარგებლოთ, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"

დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

📌 მისამართი: თინა იოსებიძის #57

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40