
„ფროიდი“
რეზო კორინთელის საავტორო კურსი-
დაწყების თარიღი: 24 მაისი
-
7 ლექცია (21 საათი)
-
სალექციო დღე: შაბათი
-
სალექციო დრო: 20:00
-
ღირებულება: 325 ლარი
-
სერტიფიკატი
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
იწყება რეგისტრაცია რეზო კორინთელის საავტორო კურსზე – „ფროიდი“
კურსი 24 მაისს დაიწყება და მის ფარგლებში განხილული იქნება ზიგმუნდ ფროიდის თეორიები, ჰიპოთეზები, ნაშრომები. ლექციები შეეხება ფროიდის ბიოგრაფიას, მისი ცხოვრების გადამწყვეტ მომენტებს, ფსიქოანალიზის მეთოდს და მის ძირითად პრინციპებს, კერძოდ, ფსიქოანალიზის 5 ჰიპოთეზას (დინამიკური, ტოპოგრაფიული, გენეტიკური, სტრუქტურული, ეკონომიკური), აგრეთვე, თავისუფალი ასოციაციების მეთოდს და სხვა ფსიქოანალიტიკურ ტექნიკებს და დაცვით მექანიზმებს, ნევროზსა და დეპრესიას; ნევროზის ფორმებს, ნევროზისა და ფსიქოზის თეორიას კლასიკური ფსიქოანალიზის ჭრილში. დაწვრილებით განიხილება დეპრესიის მიზეზები, ფორმები, სტადიები, დეპრესიული პიროვნების პროფილი, ფსიქოთერაპიული ზემოქმედების პრინციპები და ეტაპები.
კურსის ფარგლებში გაიმართება 7 შეხვედრა:
ფროიდის პიროვნება. ბიოგრაფიული მონახაზი – მნიშვნელოვანი ნიუანსები
ფროიდის ფსიქოანალიზის ჰიპოთეზები
ფროიდის თეორია სიზმრის შესახებ
ფილოსოფიის, ლიტერატურის, რელიგიის და კულტურის შესახებ
დოსტოევსკი და ლეონარდო
ფსიქოპათოლოგიური თეორია
ფსიქოანალიტიკური მეთოდი და შემთხვევები პაციენტების ისტორია
📅 შეხვედრები დაიწყება 24 მაისს და გაიმართება კვირაში ერთხელ, შაბათს 20:00 საათზე
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖კურსის ღირებულება - 325₾
🔖 სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
📃კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40