წყვილის ჯავშნები
(ურთიერთობის ფორმები, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად ჩამოყალიბდა-
სალონური საუბრები
-
12 ნოემბერი
-
სალექციო დღე: ხუთშაბათი
-
20:00
-
50₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის - 🔗"წყვილებს შორის ურთიერთობების" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: წყვილთა ჯავშნები (ურთიერთობის ფორმები, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად ჩამოყალიბდა), რომელსაც ფსიქოლოგი, ინტეგრას ფსიქოთერაპევტი ნინო ბუაძე წარუძღვება.
ურთიერთობის პროცესში ადამიანები ხშირად აყალიბებენ თავდაცვის ისეთ მექანიზმებს, რომლებიც წარსული გამოცდილების, შიშებისა და ემოციური ტკივილისგან თავის დასაცავად წარმოიქმნება. დროთა განმავლობაში ეს „ჯავშნები“ შესაძლოა იქცეს ბარიერად სიახლოვის, გულწრფელი კომუნიკაციისა და ურთიერთგაგების გზაზე. შეხვედრაზე ვისაუბრებთ, როგორ ყალიბდება წყვილთა ურთიერთობაში თავდაცვითი ქცევები, რა გავლენას ახდენს ისინი პარტნიორებს შორის ემოციურ კავშირზე და როგორ არის შესაძლებელი მათი გაცნობიერება და ურთიერთობის უფრო ჯანსაღი ფორმების ჩამოყალიბება.
📅 შეხვედრის თარიღი: 12 ნოემბერი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖შეხვედრაზე დასწრების საფასური - 50₾
🔖წყვილებს შორის ურთიერთობების სრული ციკლის (6 შეხვერდრა - 220₾) შესაძენად ეწვიეთ ბმულს - https://azraki.ge/product/tsqhvilebs-shoris-urthierthobebi/
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40