მშობლობა: სიყვარული, პასუხილსმგებლობა და არაცნობიერი კონფლიქტები
-
პანელური დისკუსია
-
3 დეკემბერი
-
სალექციო დღე: ხუთშაბათი
-
19:00 - 22:00
-
50₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ *3 დეკემბერს, 19:00 საათზე*, აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი „ინტეგრა“ მართავს პანელურ დისკუსიას თემაზე „მშობლობა: სიყვარული, პასუხისმგებლობა და არაცნობიერი კონფლიქტები“. შეხვედრა შეეხება მშობლობის ფსიქოლოგიურ სირთულეებს, ოჯახურ ურთიერთობებსა და იმ გაცნობიერებულ თუ არაცნობიერ პროცესებს, რომლებიც ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ახდენს გავლენას.
მშობლობა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და კომპლექსური გამოცდილებაა. ბავშვის აღზრდა მხოლოდ მის საჭიროებებზე ზრუნვას არ გულისხმობს — ეს პროცესია, რომელშიც მშობლის პირადი ისტორია, ემოციური მდგომარეობა, ღირებულებები და ურთიერთობის გამოცდილება მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ხშირად საკუთარი ბავშვობის გამოცდილებები, გადაუჭრელი კონფლიქტები და არაცნობიერი მოლოდინები გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვურთიერთობთ შვილებთან.
შეხვედრას წარუძღვებიან აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ „ინტეგრას“ ფსიქოთერაპევტები: თაკო ფაცაცია, ქეთი დალინკევიჩი და მელანია ჩარგაზია,
შეხვედრას მოდერაციას გაუწევს კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრანტი, ნინუცა გიორგობიანი.
დისკუსიის ფარგლებში სპეციალისტები მშობლობას სხვადასხვა ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან განიხილავენ. ვისაუბრებთ მშობლის ემოციურ რესურსზე, ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებზე, ოჯახურ სისტემასა და ურთიერთობების დინამიკაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მშობლებს შორის კონფლიქტების გავლენას ბავშვზე, ოჯახში როლებისა და პასუხისმგებლობების განაწილებასა და იმ პროცესებს, რომელთა მეშვეობითაც მშობლების პირადი გამოცდილება შვილებთან ურთიერთობაში ვლინდება.
დისკუსიის მთავარი მიზანია მშობლობის ფსიქოლოგიური სირთულეების უკეთ გააზრება.როგორ მოქმედებს ჩვენი ბავშვობის გამოცდილება მშობლობის სტილზე? როგორ აისახება ოჯახური ურთიერთობები ბავშვის ემოციურ მდგომარეობასა და ქცევაზე? სად გადის ზღვარი ბავშვის საჭიროებებსა და მშობლის პირად მოლოდინებს შორის? როგორ შევძლოთ საკუთარი ემოციებისა და არაცნობიერი კონფლიქტების გაცნობიერება, რათა შვილთან უფრო ჯანსაღი ურთიერთობა ჩამოვაყალიბოთ?
📅 შეხვედრის თარიღი: 3 დეკემბერი, 19:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 50₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40