აღწერა

სტრატეგიული HR ტოპ მენეჯერებისთვის

საკონსულტაციო ტრენინგ-კურსი
  • 6 შეხვედრა
  • დასაწყისი: 18 მარტი
  • სალექციო დღე: ოთხშაბათი
  • სალექციო დრო: 19:30
  • ფასი: 1300 ლარი
  • გაიცემა სერტიფიკატი

სტრატეგიული HR ტოპ მენეჯერებისთვის

აზროვნების აკადემია იწყებს საკონსულტაციო ტრენინგ-კურსს: სტრატეგიული HR ტოპ მენეჯერებისთვის, რომელსაც HR და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი, ნინო ოხანაშვილი წარუძღვება.

კურსის ფორმატი და შინაარსი

კურსი აერთიანებს თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და რეალურ ბიზნეს ქეისებს. მონაწილეები გაეცნობიან მართვის თანამედროვე მოდელებს, მათ შორის მზა და ადაპტირებად მეთოდებს, რომლებიც შესაძლებელია საკუთარ ორგანიზაციაში დანერგონ.

სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა მონაწილეთა კონკრეტული გამოწვევების განხილვასა და გადაჭრას:

კურსის ფარგლებში შესაძლებელი იქნება შეხვედრამდე გაგზავნოთ თქვენთვის სასურველი ქეისი ლექტორთან ან შეხვედრის მეორე ნაწილში წამოჭრათ მიმდინარე პრობლემა, ამ საკითხებზე კი პროცესში შემოგთავაზებთ პრაქტიკულ, რეალისტურ და თქვენი ორგანიზაციის სპეციფიკაზე მორგებულ შესაძლო გადაწყვეტის გზებს.
სურვილის შემთხვევაში, ქეისის განხილვა შესაძლებელია კომპანიის დასახელების გარეშე, რაც უზრუნველყოფს კონფიდენციალურობას და უსაფრთხო სამუშაო გარემოს, სადაც მონაწილეებს შეუძლიათ ღიად ისაუბრონ საკუთარ გამოწვევებზე და მიიღონ პროფესიული მხარდაჭერა.

კურსი განკუთვნილია:

  • კომპანიის დამფუძნებლებისთვის;
  • აღმასრულებელი დირექტორებისა და ტოპ მენეჯერებისთვის;
  • ბიზნეს ხაზისა და ფუნქციური მიმართულების ხელმძღვანელებისთვის;
  • სწრაფად მზარდი ან რეორგანიზაციის ეტაპზე მყოფი კომპანიების ლიდერებისთვის;
  • მენეჯერებისთვის, რომლებსაც სურთ HR დაუკავშირონ ბიზნესის სტრატეგიასა და შედეგებს;
  • ლიდერებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ გაზომვადი, სამართლიანი და ეფექტიანი მართვის სისტემების ჩამოყალიბებას.

კურსი მიზნად ისახავს:

• მონაწილეები უკეთ გაერკვნენ HR-ის, როგორც სტრატეგიული ფუნქციის პოტენციურ სარგებელში;
• გადაჭრან ამ მიმართულებით არსებული მიმდინარე გამოწვევები;
• ჩამოაყალიბონ მართვის ხედვა და სწორი დაკვეთა;

• გაიაზრონ რა და როგორ შეუძლიათ გაზომონ, რომ შეეძლოთ უკეთესი მართვა;
• დააკავშირონ ადამიანი კომპანიის წარმატებასთან და გაიგონ, რა სისტემების არსებობა ეხმარება ამ კავშირის უწყვეტობას და ეფექტურობას. 

📅 კურსის დასაწყისი: 18 მარტი (6 შეხვედრა)
🕒 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ ყოველ ოთხშაბათს 19:30 საათზე (6 შეხვედრა)

⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

🔖მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია (15-18 მონაწილე)
🔖კურსის ღირებულება - 1300₾ 

📌 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე 

📃კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

📍 მისამართი: იოსებიძის 57

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

*რეგისტრაციისას გთხოვთ მიუთითოთ სამუშაო ადგილი და პოზიცია.

შეხვედრა 1: ორგანიზაციის განვითარების ეტაპები და HR

• რა დროს როგორ ეხმარება HR კომპანიის წარმატებას;
• კომპანიის ხედვა, სტრატეგია და დაკვეთა HR-ის მიმართ;
• ორგანიზაციული კულტურა – როგორ ყალიბდება და როგორ იცვლება კომპანიის განვითარების კვალდაკვალ;
• ტოპ-მენეჯერი, როგორც „როლური მოდელი“ – რა „ირიბ“ გზავნილს შეიცავს ჩემი ყოველდღიური ქცევა.

შეხვედრა 2: ორგანიზაციული სტრუქტურის ალტერნატივები

• რა შემთხვევაში რომელი მოდელი ჯობია?
• რას ნიშნავს სტრუქტურის ცვლილება „HR ენაზე“;
• აქვს თუ არა ამას გავლენა კულტურაზე;
• რეკრუტინგის, შეფასების, კომპენსაციის და სხვა სისტემებზე.

შეხვედრა 3: რა უნდა ვიცოდე, მე, როგორც ტოპ მენეჯერმა, რეკრუტინგის შესახებ

• რა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ეფუძნება შერჩევის პრინციპები;
• როგორ იკვრება და ვითარდება გუნდი;
• როგორ დავუჭირო მხარი ეფექტურ ფუნქციონირებას.

შეხვედრა 4: შედეგების, შეფასების და მიზნების სტრატეგიული მართვა

• როგორ ვმართოთ შედეგები;
• როგორ დავსახოთ სწორად მიზნები;
• რა, როდის, ვინ და რა პრინციპებით შევაფასოთ, რომ შევძლოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება და პროდუქტიულობის ოპტიმიზირება.

შეხვედრა 5: ორგანიზაციული სამართლიანობა, ანაზღაურება და კომპენსაციები

• ვუხდი თუ არა დასაქმებულს სამართლიან ანაზღაურებას?
• რისგან შედგება სრული კომპენსაციის და ბენეფიტების ნაკრები;
• რა ვარიანტებია სახელფასო და ბონუსების სისტემების;
• როგორ მოვარგო ჩემს სპეციფიკას;
• როგორ უზრუნველვყო ანაზღაურებების შიდა და გარე სამართლიანობა;
• რა არის და საჭიროა თუ არა რანგირების სისტემა, რა გავლენა ექნება თანამშრომელთა მოტივაციაზე?

შეხვედრა 6: თანამშრომელთა ჩართულობა და კომპანიის შედეგები

• არის თუ არა კმაყოფილება საკმარისი პირობა თანამშრომელთა ჩართულობისთვის?
• რატომ უნდა დავხარჯო დრო და რესურსი თანამშრომელთა ჩართულობაზე ზრუნვაში, როგორ უკავშირდება კომპანიის შედეგებს;
• მაქვს თუ არა გავლენა თანამშრომელთა მოტივაციაზე?
• როგორ გავზომო რა განწყობაა და რამდენად მაღალია ჩართულობა თანამშრომლებში?
• ზოგადად რა საზომები გამოვიყენო HR-ის მიმართულებით.

 
 

ნინო ოხანაშვილი
HR და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრი და ბაკალავრი; ESM-თბილისის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (MBA). გავლილი აქვს აღმასრულებელი განათლების პროგრამა Wharton Executive Education-ში (Chief Human Resources Officer – CHRO) და ფლობს The George Washington University-ის პროექტების მართვის მაგისტრის სერტიფიკატს. სერტიფიცირებული NLP Master Practitioner (NLPU, კალიფორნია, აშშ).

აქვს საბანკო და კორპორაციულ სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აღმასრულებელ პოზიციებზე, მათ შორის ადამიანური კაპიტალის მართვის, ორგანიზაციული განვითარების და სტრატეგიული ტრანსფორმაციის მიმართულებით.

  • 1999-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს ბანკი-ში გრძელვადიანი საკრედიტო რისკების ანალიტიკოსად (IFC და Shorebank-თან თანამშრომლობით).
  • 2000-2008 წლებში თიბისი ბანკი-ში ეკავა სხვადასხვა პოზიციები, მათ შორის ფილიალის დირექტორისა და HR დირექტორის თანამდებობები. მისი მმართველობის პერიოდში ბანკის პერსონალი ოთხჯერ გაიზარდა და შეიქმნა ტრენინგ-ცენტრი;
  • 2021-2022 წლებში თეგეტა ჰოლდინგი-ში ეკავა ადამიანური კაპიტალის მართვის დირექტორის (CHRO) და „თეგეტა აკადემიის“ დირექტორის პოზიციები.
  • სხვადასხვა წლებში იყო ბიზნესის საერთაშორისო სკოლის (ISB) დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ასევე საკონსულტაციო კომპანია „Insource“-ის დამფუძნებელი პარტნიორი.
  • 2008 წლიდან არის დამოუკიდებელი კონსულტანტი და ახორციელებს ორგანიზაციული განვითარების და HRM მიმართულების საკონსულტაციო პროექტებსა და კვლევებს.

სამუშაო პრაქტიკა და საკონსულტაციო მიმართულებები

ხელმძღვანელობს განვითარებისა და რეორგანიზაციის პროექტებს, კონცეფციის/სტრატეგიის შექმნასა და დანერგვას, ასევე ცვლილებების მართვის პროცესებს შემდეგი მიმართულებებით:

  • ორგანიზაციული სტრატეგია და დაგეგმარება
  • ორგანიზაციული (ან ბიზნეს ხაზის) სტრუქტურა
  • HR სტრატეგია
  • HR სისტემები: კომპენსაციები (ხელფასი, ბონუსები); შესრულების მართვა (KPI/KBO-ების შემუშავება); თანამშრომელთა გამოცდილება (Employee Experience); კადრების განვითარება; შიდა ბრენდინგი და კომუნიკაცია; აღიარების სისტემები; HR ანალიტიკა; HR პროცესების ავტომატიზაცია.
  • 10 წელზე მეტია ატარებს სექტორულ სახელფასო კვლევებსა და თანამშრომელთა ჩართულობის კვლევებს

განათლება და კვალიფიკაცია

  • Wharton Executive Education (UPenn): Chief Human Resources Officer (CHRO) პროგრამა (2021-2022).
  • The George Washington University: მაგისტრის სერტიფიკატი პროექტების მართვაში (Project Management).
  • ESM-Tbilisi: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (MBA).
  • თსუ: საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრი (MS) და ბაკალავრი (BA).
  • NLP Master Practitioner (NLPU, კალიფორნია, აშშ).

სპეციალიზებული წვრთნები: ცვლილებების მართვა (PROSCI©), გენერაციული ქოუჩინგი (Stephen Gilligan & Robert Dilts), ემოციური ინტელექტი, ლიდერობა და მოლაპარაკებების ხელოვნება (Harvard Negotiation Project).