
ამერიკული მოდერნიზმი - ფოლკნერი, ფიცჯერალდი, ჰემინგუეი- ზაალ ჩხეიძე
-
სალონური შეხვედრა
-
6 მაისი
-
სალექციო დღე: სამშაბათი
-
20:00 - 22:00
-
40₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
სალონური საუბრები ზაალ ჩხეიძესთან თემაზე : ამერიკული მოდერნიზმი - ფოლკნერი, ფიცჯერალდი, ჰემინგუეი
ამერიკული მოდერნიზმი ლიტერატურული მიმართულებაა, რომელმაც მე-20 საუკუნის დასაწყისში განიცადა ღრმა სტილისტური და თემატური გადატრიალება, მიმდინარეობამ უარყო ტრადიციული თხრობის სტილი და ფოკუსირება მოახდინა ადამიანის შინაგან განცდებზე, გაუცხოებასა და სოციალური რღვევების ფონზე იდენტობის ძიებაზე.
მიმდინარეობა გამოირჩევა ექსპერიმენტული ფორმით და ენის სიმბოლური გამოყენებით, რაც ასახავს ავტორების პასუხს პირველ მსოფლიო ომზე, ინდუსტრიალიზაციასა და კულტურული ღირებულებების კრიზისზე.
ლექცია დაეთმობა ამერიკული მოდერნიზმის სამ უნიკალურ სახეს — უილიამ ფოლკნერს, ფ. სკოტ ფიცჯერალდს და ერნესტ ჰემინგუეის — მწერლებს, რომლებმაც მე-20 საუკუნის ლიტერატურას ახალი ენა, ახალი ფორმა და ახალი სიღრმე მიანიჭეს.სამივე მათგანი წარმოგვიდგენს სამყაროს, სადაც ძველი ფასეულობები იშლება, ადამიანი კი გაუცხოებასა და შიდა კონფლიქტებში ეძებს საკუთარ თავს. ფოლკნერი ქმნის კომპლექსურ ნარატივებს. ს. ფიცჯერალდი მოგვითხრობს „ამერიკული ოცნების“, მასშტაბურ ილუზიებზე, ჰემინგუეი კი მინიმალისტურ სტილში – დუმილსა და შეზღუდულ ენაში ჩადებულ ემოციებზე აგებს მის ლიტერატურულ ტექსტებს.
📅 შეხვედრის თარიღი: 6 მაისი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 40₾
🔖 სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40