აღწერა

ეფექტური კომუნიკაცია პაციენტთან​

ზურა მხეიძე
  • სალონური საუბრები
  • 16 აპრილი
  • სალექციო დღე: ხუთშაბათი
  • 20:00 - 22:00
  • 80₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში "ლექციათა ციკლი  - ექიმებისთვის" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: ეფექტური კომუნიკაცია პაციენტთან, რომელსაც ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე წარუძღვება .

ლექცია ფოკუსირებულია კომუნიკაციის როლზე სამედიცინო და კლინიკურ გარემოში. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტები ძირითადად ყურადღებას ამახვილებენ თავიანთი დარგის ტექნიკურ ცოდნაზე, ლექცია ხაზს უსვამს, რომ ურთიერთობისა და კომუნიკაციის ხარისხი პირდაპირ გავლენას ახდენს პაციენტის ჯანმრთელობაზე, მკურნალობის პროცესზე და საბოლოო შედეგებზე.

შეხვედრის ფარგლებში განიხილება, რატომ არ უნდა აღიქმებოდეს კომუნიკაცია როგორც მეორეხარისხოვანი კომპეტენცია. პირიქით, სწორად აგებული დიალოგი პაციენტთან ხშირად ხდება გადამწყვეტი ფაქტორი აუმჯობესებს თანამშრომლობას და ზრდის მკურნალობის ეფექტიანობას. ლექცია დაეხმარება სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს გააცნობიერონ, როგორ მოქმედებს კომუნიკაცია პაციენტის ემოციურ მდგომარეობაზე, მოტივაციაზე და რეაბილიტაციის პროცესზე.

ლექცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმებისთვის, ექთნებისთვის და ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სხვა პროფესიონალებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ ადამიანებთან. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ ხედვებსა და რეკომენდაციებს, როგორ გადაიქცეს კომუნიკაცია პროფესიული ეფექტიანობის სტრატეგიულ ინსტრუმენტად. 


🤝შეხვედრის პარტნიორი - ავერსი ფარმნა - Aversi Pharma

 

📅 შეხვედრის თარიღი: 16 აპრილი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 80₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40